სიას დინასტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიას დინასტიის ადგილმდებარეობა
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჯოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჯოუ
 აღმოსავლეთი ჯოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამთავროების პერიოდი
იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთის ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთის ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჯოუ 690–705)
5 მონარქია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

სიას დინასტია (ძვ. წ. 2070 - ძვ. წ. 1600 წლები; ჩინ. 夏朝) — ლეგენდარული დინასტია, ტრადიციული შეხედულებების თანახმად, მმართველობა ძველ ჩინეთში, ძვ. წ. 2070 წლიდან   ძვ. წ. 1765 წლამდე.  ჩინელი არქეოლოგები სიას დინასტიას ხშირად უკავშირებენ ერლიტოუს კულტურას. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც იდენტიფიცირებულია სიას დინასტია, ჯოუს ეპოქაში ძინის სამეფო წარმოიშვა.

მითური წინარეისტორია[რედაქტირება]

ჩინური მითურ-ისტორიული ტრადიციების თანახმად, ჩინეთის სახელმწიფო დააარსა ყვითელმა იმპერატორმა — ხუან-დიმ, რომელმაც ძვ. წ. XXVII საუკუნეში, მძიმე ბრძოლების შედეგად შეძლო სხვადასხვა ტომთა ბელადების დამორჩილება და შექმნა თავის სახელმწიფო კუნლუნის მთაზე — მდინარე ხუანხეს აუზიდან შორეულ დასავლეთში.

მშვიდობის ჩამოვარდნის გამო, ხუან-დიმ ღმერთებს მსხვერპლი შესწირა, დანიშნა მმართველები და ქვეყნის მასშტაბით გამოსცა კანონები. ხუან-დის ჰყავდა 25 ვაჟი, აქედან 14-მა (ბიბლიური იაკობის მსგავსად) ახალ მოდგმას ჩაუყარა საფუძველი. ქვეყნის ტახტი ხუან-დი-სგან (ძვ. წ. 2698 — ძვ. წ. 2597) მემკვიდრეობით გადაეცა შაო-ხაო-ს, შემდეგ — ჩუნ-სუი-ს, შემდეგ დი-კუს, შემდეგ კი — დი-ჟის და საბოლოოდ იაოს, რომელიც, ალბათ ყველაზე სათნო და ბრძენი მმართველი იყო. მან გააერთიანა და მიიყვანა ქვეყანა ჰარმონიულ მდგომარეობამდე, დაამყარა ხალხთა შორის თანხმობა, მაღალ თანამდებობებზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები დანიშნა. იაომ მემკვიდრედ სათნო შუნები (ძვ. წ. 2256 — ძვ. წ. 2205) აირჩია. ამისთვის იმპერატორმა ქვეყანა 12 ნაწილად დაჰყო და ყველგან მმართველებად შუმები დაადგინა.

იუ დიდი

იუ დიდი და სიას სახელმწიფოს დაარსება[რედაქტირება]

შუნებისგან ძალაუფლება გადაეცა ხუან-დი პირდაპირ შთამომავალს, იუს, სიას გვარიდან, რომელიც ითვლება სიას დინასტიის დამააარსებლად. დინასტიის 17 მმართველი ქვეყანას სამ საუკუნენახევრის განმავლობაში მართავდა.

სიას დინასტიის მმართველების სია[რედაქტირება]

სიკვდილის შემდგომი სახელი (Shi Hao 諡號)1
ნომერი მმართველობის პერიოდი² სახელი ჩინ. პინინი შენიშვნა
01 45 /7 (ძვ. წ. 2032 — ძვ. წ. 2025) იუ იუი დიდი (大禹; dà yǔ)
02 10 (ძვ. წ. 2025 — ძვ. წ. 2015) ცი  
03 29 (ძვ. წ. 2015 — ძვ. წ. 1986) ტაი კანი 太康 Tài Kāng  
04 13 (ძვ. წ. 1986 — ძვ. წ. 1973) ჟონგ კანი 仲康 Zhòng Kāng  
05 28 (ძვ. წ. 1973 — ძვ. წ. 1945) სიანი Xiāng  
(?) 2 (ძვ. წ. 1945 — ძვ. წ. 1943) ჰოუ ი 后羿 Houyi დავის საგანია
(?) 38 (ძვ. წ. 1943 — ძვ. წ. 1905) ჰან ჟო 寒浞 Hán Zhuó დავის საგანია
06 21 (ძვ. წ. 1905 — ძვ. წ. 1884) შაო კანი 少康 Shǎo Kāng  
07 17 (ძვ. წ. 1884 — ძვ. წ. 1867) ჟუ  
08 26 (ძვ. წ. 1867 — ძვ. წ. 1841) ჰუაი Huái  
09 18 (ძვ. წ. 1841 — ძვ. წ. 1823) მანი Máng  
10 16 (ძვ. წ. 1823 — ძვ. წ. 1807) სე Xiè  
11 59 (ძვ. წ. 1807 — ძვ. წ. 1748) ბუ ჯიანი 不降 Bù Jiàng  
12 21 (ძვ. წ. 1748 — ძვ. წ. 1727) ჯიუნი Jiōng  
13 21 (ძვ. წ. 1727 — ძვ. წ. 1706) ჯინი Jǐn  
14 31 (ძვ. წ. 1706 — ძვ. წ. 1675) კუნი ჯია 孔甲 Kǒng Jiǎ  
15 11 (ძვ. წ. 1675 — ძვ. წ. 1664) გაო Gāo  
16 11 (ძვ. წ. 1664 — ძვ. წ. 1653) ფა  
17 53 (ძვ. წ. 1653 — ძვ. წ. 1600) ჯიე Jié ასევე ლუ გუი (履癸 lǚ guǐ)
1 ლიტერატურაში მმართველის სახელს ემატება სიას დინასტიის დასახელება (夏), მაგალითად სია იუ (夏禹).
2 მმართველობის სავარაუდო წლები.

ბევრი ისტორიკოსი სიას დინასტიას ლეგენდარულ დინასტიებს მიაკუთვნებს, თუმცა ეს დღემდე საკამათოა. ამ ეპოქის არც ერთი წერილობითი წყარო არ შემორჩენილა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  1. სიმა ციანი. ისტორიული ჩანაწერები. ტ. 1.
  2. Douglas J. KEENAN (2002), «Astro-historiographic chronologies of early China are unfounded», East Asian History, 23: 61-68.
  3. Yun Kuen LEE (2002), «Building the chronology of early Chinese history», Asian Perspectives: the Journal of Archaeology for Asia and the Pacific, 41.1: 15-42.
  4. LI Xueqin (2002), «The Xia-Shang-Zhou Chronology Project», Journal of East Asian Archaeology, 4: 321—333.