ტიანძინი
|
ქალაქი
ტიანძინი
天津
|
ტიანძინი (ჩინ. 天津) — მეტროპოლისი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს დასახლებული პუნქტი არის ქვეყნის ოთხი ცენტრალური დაქვემდებარეობის ქალაქიდან ერთი. ტიანძინის ურბანულ ტერიტორიას ესაზღვრება ხებეის პროვინცია და პეკინის მუნიციპალიტეტი (ბეიჯინგი), რაც შეეხება აღმოსავლეთის საზღვარს, ის გადის ბოჰაის ყურეზე რომელიც წარმოადგენს ყვითელი ზღვის შემადგენელ ნაწილს. მოსახლების თვალსაზრისით ამ ტერიტორიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო ფართობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს, პეკინის, შანჰაის, გუანჯოუს და შენიანის შემდეგ.
ქალაქ ტიანძინის ფართობი შეადგენს 11 920 კმ². ურბანული ტერიტორია გაშენებულია მდინარე ხაიხეს სანაპიროზე, აქ მდებარეობს პორტი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქალაქში. მიუხედავად იმისა რომ ეს დასახლება ყვითელ ზღვასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, აქ კლიმატი მაინც კონტინენტურია. ტიანძინიდან 96 კილომეტრში მდებარეობს დედაქალაქი პეკინი, ეს ორი ქალაქი ერთმანეთს მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მეშვეობით უკავშირდება.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
| ქალაქი | ქვეყანა | დაძმობილების წელი: |
|---|---|---|
| იაპონია | 24 ივნისი, 1973 | |
| აშშ | ||
| აშშ | 10 თებერვალი, 1980 | |
| აშშ | ||
| აშშ | ||
| ისრაელი | ||
| ავსტრალია | 5 მაისი, 1980 | |
| იაპონია | 28 ოქტომბერი, 1980 | |
| ბოსნია და ჰერცეგოვინა | 28 მაისი, 1981 | |
| იტალია | 9 მაისი, 1985 | |
| ნიდერლანდი | 12 სექტემბერი, 1985 | |
| იაპონია | 7 მაისი, 1986 | |
| საქართველო | 7 მაისი, 1986 | |
| თურქეთი | 23 სექტემბერი, 1991 | |
| კოტ-დ’ივუარი | 26 სექტემბერი, 1992 | |
| მონღოლეთი | 27 სექტემბერი, 1992 | |
| უკრაინა | 14 ივნისი, 1993 | |
| შვედეთი | 23 სექტემბერი, 1993 | |
| სამხრეთი კორეა | 7 დეკემბერი, 1993 | |
| პოლონეთი | 1 ოქტომბერი, 1994 | |
| ბრაზილია | 18 აპრილი, 1995 | |
| ვიეტნამი | 8 იანვარი, 1999 | |
| ფინეთი | 17 აგვისტო, 2000 | |
| აშშ | 10 ნოემბერი, 2001 | |
| საბერძნეთი | 4 მარტი, 2002 | |
| ჩრდილოეთი კორეა | 11 აგვისტო, 2002 |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||

