ლჰასა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლჰასა
ལྷ་ས་
Potala.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
რეგიონი ტიბეტი
კოორდინატები 29°39′ ჩ. გ. 91°07′ ა. გ. / 29.650° ჩ. გ. 91.117° ა. გ. / 29.650; 91.117
ფართობი 53 კმ²
სიმაღლე 3,650
მოსახლეობა 373 000 კაცი (2009)
დროის სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 850000

ლჰასა მდებარეობა ჩინეთი

Red pog.svg

ლჰასა (ლასა) (ტიბეტ. ལྷ་ས་; ჩინ. 拉萨) — ტიბეტის ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი გაშენებულია ჯიჩუს (მდინარე ბრაჰმაპუტრის შენაკადი) ხეობაში, ტიბეტის მთიანეთში, ზღვის დონიდან 3650 მეტრ სიმაღლეზე. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 373 000 ადამიანს. ლჰასის მიდამოები ტიბეტის მთიანეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია.

ლჰასის დაარსებას მიაწერენ ტიბეტის პირველი სახელმწიფოს დამაარსებელს სრონძანგამბოს, რომელმაც დედაქალაქი იარლუნგის ხეობიდან აქ გადმოიტანა. XV-XVII საუკუნეებში ლჰასა ტიბეტის საერო და სასულიერო ცენტრი გახდა, რაც დაკავშირებული იყო დალაი-ლამის ხელისუფლების დამკვიდრებასთან. ქალაქის კონცენტრულ გეგმას საფუძვლად უდევს წრიული გზები. პირველი შიგა გზა მიემართება ჯოკანგის მონასტრისკენ (641-450) მეორე (პაკორი) გარს უვლის მონასტრის ირგვლივ განლაგებულ სავაჭრო ცენტრს, მესამე (ლინკორი) - ძველ ქალაქს. რადიალურად განლაგებული ქუჩები განაშენიანებულია ალიზის 1-2 სართულიანი ბანიანი სახლებით. ლჰასის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია სასახლე-სიმაგრე პოტალა, რომელიც ცნობილია VII საუკუნიდან, ხოლო თანამედროვე სახე მას XVI-XVIII საუკუნეებში მიეცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 319, თბ., 1983.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლჰასა&oldid=2462351“-დან