ცის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცის ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Hall of Prayer for Good Harvest.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 39°52′56″ ჩ. გ. 116°24′23″ ა. გ. / 39.88222° ჩ. გ. 116.40639° ა. გ. / 39.88222; 116.40639
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 881
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 881
რუს.ინგლ.ფრ.

ცის ტაძარი (ჩინ. 天壇) — დაოსიზმის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი პეკინის ცენტრალურ ნაწილში. მას ყოველწლიურად სტუმრობდნენ მინისა და ცინის იმპერიის იმპერატორები და მოსავლის ღმერთისადმი ლოცულობდნენ. ტაძარი პეკინის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. მისი ფართობი 267 ჰექტარია.

კომპლექსი 1420 წელს, მინის იმპერიის ეპოქაში აშენდა. თავდაპირველად მას ცისა და დედამიწის ტაძარი ეწოდებოდა, მაგრამ 1530 მხოლოდ „ცის ტაძრად" იწოდება. XVI საუკუნეში ის გააფართოვეს. XIX საუკუნის 50-იან წლებში, ოპიუმის მეორე ომის მიმდინარეობისას, ტაძარი ინგლისურ-ფრანგულმა ალიანსმა აიღო. 1914 წელს, ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუან შიკაიმ, ტაძარში ლოცვის ცერემონია ჩაატარა, რითაც მან ჩინეთის იმპერატორობაზე განაცხადა პრეტენზია.

ცის ტაძარი იმპერატორის სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ტაძრის ფორმები ჩინური ტრადიციებით აიხსნება: წრე ცის სიმბოლოა, ხოლო კვადრატი დედამიწის ძალების.

ყოველი ზამთრის ბუნიობისას, იმპერატორი აკრძალული ქალაქიდან ოჯახთან ერთად ტაძარში მოდიოდა. დაუშვებელი იყო რიგით ჩინელს ეს პროცესია და შემდგომი ცერემონია დაენახა, როდესაც იმპერატორი მოსავლის ღმერთისადმი ლოცულობდა. ჩინელებს სჯეროდათ, რომ ცერემონიაში დაშვებული პატარა შეცდომაც კი, შემდგომ წელში მთელი ერისთვის დიდ უბედურებას მოასწავებდა.

1998 წელს, იუნესკომ ცის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „არქიტექტურული შედევრი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციისა".[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

კომპლექსის პანორამა
კომპლექსის პანორამა