ჯეტ ლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეტ ლი

李連杰

Jet Li 2006.jpg
ჯეტ ლი 2008 წელს
დაბ. სახელი ლი ლიანძი
დაბ. ადგილი პეკინი, ჩინეთი
დაბ. თარიღი 26 აპრილი, 1963 (1963-04-26) (50 წლის)
სხვა სახელები ლი იან ჩონი
წლები 1982-დღემდე
მეუღლე(ები) ჰონ ციუიანი (1987–1990)

ნინა ლი ჩი (1999-დღემდე)

ვებ-გვერდი www.jetli.com

ჯეტ ლი (ნამდ. სახელი: ლი ლიანძი ჩინ. 李連杰/李连杰 Li Lianjie; დ. 26 აპრილი, 1963, პეკინი), ჩინელი მსახიობი, პროდიუსერი და უშუს ჩემპიონი.

ჯეტ ლი შვიდი წლის ასაკიდან დაინტერესდა უძველესი ჩინური ორთაბრძოლების ხელოვნებით და ცნობილ უშუს მწვრთნელთან ვუ ბინთან ვარჯიშის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, მან პირველად მოიგო უშუს ნაციონალური ჩემპიონატი პეკინის უშუს გუნდთან ერთად. 1981 წელს ის მიიწვიეს ფილმის შაოლინის ტაძრის გადაღებებზე, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა ჩინურ კინობაზარზე. განსაკუთრებული და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში კი ჩინეთის ეროვნული გმირის ვონ ფეი-ხუნის როლის შესრულების შემდეგ მოექცა, ფილმში ერთხელ ჩინეთში, რომლის შვიდი ნაწილიც გადაიღეს 1991-1997 წლებში და აქედან ჯეტ ლიმ პირველ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო სხვა მსახიობით შეცვალეს, თუმცა ჯეტ ლის გარეშე ფილმის მეოთხე და მეხუთე ნაწილი კინოგაქირავებაში ჩავარდა და პროდიუსერები იძულებული გახდნენ ფილმის მეექვსე და როგორც შემდეგ აღმოჩნდა უკანასკნელ ნაწილში როლზე დაებრუნებინათ. 1998 წელს ჯეტ ლიმ პირველად ითამაშა ჰოლივუდურ ფილმში: მას მთავარი უარყოფითი გმირის როლი ანდეს ფილმში სასიკვდილო იარაღი 4, სადაც მას პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: მელ გიბსონი, დენი გლოვერი, რენე რუსო და კრის როკი უწევდნენ. მალე ჰოლივუდში ჯეტ ლიმ მთავარი როლიც მიიღო ფილმში რომეო უნდა მოკვდეს, რის შემდეგაც უამრავი მთავარი თუ მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ჰოლივუდურ თუ არაჰოლივუდურ ფილმებში, მათ შორის გამოსარჩევია ფილმები: შეუჩერებლები (2010) სილვესტერ სტალონესთან ერთად, დაკარგული სამეფო (2008) ჯეკი ჩანთან ერთად და მუმია: დრაკონების იმპერატორის საფლავი (2008).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯეტ_ლი&oldid=2631253“-დან