ევერესტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჯომოლუნგმა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევერესტი

ევერესტი
ევერესტი კალა-პათარიდან, ნეპალი
მდებარეობა ნეპალის დროშა ნეპალი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 8.848
ქედი ჰუმბუ-ჰიმალაი
რანგი 1-ლი
პირველი ასვლა 29 მაისი, 1953, ედმუნდ ჰილარი და ტენცინგ ნორგეი
უმარტივესი მარშრუტი სამხრეთი ფერდობი (ნეპალი)

ევერესტი, ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, საგარმატხა — უმაღლესი მთა 8.848 მეტრიანი პიკით, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 8 848 მეტრს შეადგენს. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მეტრის ზევით — მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ტენცინგ ნორგეიმ (ნეპალი შერპა) და ედმუნდ ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.

სახელი[რედაქტირება]

სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, 1733 წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმატხას ეძახიან. ბოლოს ენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ–ერთის არჩევას, ამიტომ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: