კანჯარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანჯარი
Equus hemionus kulan.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: კენტჩლიქოსნები
ოჯახი: ცხენისებრნი
ლათინური სახელი
Equus hemionus

კანჯარი (ლათ. Equus hemionus) — კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 აღწევს. წონა 120—127 კგ. აქვს მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, ხერხემლის გასწვრივ შავი ზოლი გასდევს. გავრცელებულია წინა, შუა და ცენტრალურ აზიის უდანბნოებსა და და ნახევარუდაბნოებში. შემორჩენილია სამხრეთ თურქმენეთში (ბადხიზის ნაკრძალი). აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობდა შუა საუკუნეებში. სწრაფად დარბის (70 კმ-მდე საათში) და ძალზე ამტანია. მაკეობა 11 თვე გრძელდება. შობს 1 კვიცს. ეჯვარება ვირსა და შინაურ ცხენს.

ლიტერატურა[რედაქტირება]