ჯოვანი ბოკაჩო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქანდაკება უფიცის სასახლესთან

ჯოვანი ბოკაჩო (Giovanni Bocaccio; დ. 31 დეკემბერი, 1313, პარიზში – გ. 1375, ჩერტალდო, ფლორენციის ახლოს), იტალიელი მეცნიერი, რენესანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების დეკამერონის ავტორი. ტოსკანელი სოვდაგრის და წარჩინებული წოდების ფრანგი ქალის შვილმა ბავშვობა პარიზსა და ფლორენციაში გაატარა. ბოკაჩომ უარი თქვა კომერსანტის კარიერაზე და სამართლის შესასწავლად ნეაპოლში გაემგზავრა.

აქ იგი მოხვდა მეფე რობერტ ანჟუელის კარზე, სადაც გაიცნო ფრანგი რაინდული ზნეობანი, ეზიარა ელინურ და ლათინურ კულტურას; ამავე დროს, განიცადა ჰუმანისტური იდეების გავლენა.

სწავლობდა ფრანგი ნოველისტების, ოვიდიუსის, სენეკასა და ციცერონის შემოქმედებას.

ნაწარმოებები[რედაქტირება]

მეფის ასულმა მარიამ აქვინელმა შთააგონა პირველი ნაწარმოებები (რომანი ფოლოკოლო 1336წ. გამოქვეყნდა 1472 წ. და იტალიურ პოეზიაში ოტავებით დაწერილი პირველი პოემა ფიეზოლელი ნიმფები 1345, გამოქვეყნდა 1477 წელს.)

დეკამაერონის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია მოთხრობა ფიამეტა (1343, გამოქვეყნდა 1472), რომლითაც ბოკაჩომ საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ რომანს. მასვე ეკუთვნის პოემა ტესეიდე (1339, გამოქვეყნდა 1475წ), პასტორალი ”ამეტო” (1341, გამოქვეყნდა 1478წ) და პოემა სიყვარულის ხილვა (1342, გამოქვეყნდა 1521წ.).

დაბრუნება[რედაქტირება]

1340 წელს ბოკაჩო ფლორენციაში დაბრუნდა. ქალაქის მმართველობამ რამდენიმეჯერ საპატიო დიპლომატიური დავალება მისცა მწერალს. ამავე დროს, ბოკაჩო აგროვებდა ბერძნულ-ლათინურ ხელნაწერებს. ბოკაჩო კუატროჩენტოსა და ახლად ფეხადგმული, ზეაღმავალი ბურჟუაზიის ტიპიური წარმომადგენელია. ფართო ჰუმანისტური განათლების მიუხედავად, იგი განმსჭვალული იყო ცრურწმენებით, მერყეობდა სკეპტიციზმსა და ორთოდოქსიას შორის . ბოკაჩო დანტეს დიდი თაყვანისმცემელი იყო, პირველმა დაწრა მისი ბიოგრაფია, მაგრამ მთელი თავისი მოღვაწეობით ზღვარი დაუდო საშუალო საუკენეების მისტიციზმსა და ასკეტიზმს, მწერლობაში დაამკვირდა ახალი ეპოქის ადამიანი. ლათინი კლასიკოსების შესწავლამ და ტოსკანური, კერძოდ, ფლორენციული ხალხური კილოს ცოდნამ მას შესძინა ბუნებრივი და მოხდენილი ფრაზის ხელოვნება. ბოკაჩომ დიდი წვლილი შეიტანა მოქნილი და მდიდარი იტალიური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. თუ დანტე და პეტრარკა ითვლებიან იტალიური პოეზიის მამამთავრებად, ბოკაჩის მიიჩნევენ იტალიური მხატვრული პროზის ფუძემდებლად. დეკამერონი დაიწერა 1350-1353 წლებში, გამოქვეყნდა 1471 წელს. ბოკაჩოს ნოველების ამ კრებულს მართებულად უწოდეს ”ადამიანური კომედია”. ნოველების უმეტესობა აღმოსავლური წარმოშობისაა, თუმცა, მწერალმა გამოაქვეყნა ფრანგული ფაბლიოც, მიმართა აპულეუსს, შუა საკუნებიის ლათინურ კრებულებს. მან გააცოცხლა ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები და მათ ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭა. შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მედუქნეების, მღვდლების, ხელოსნების ბედნიერი თუ უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი სიყვარულია, თუმცა, ეს სიყვარული ძალზე დაშორებულია პლატონურ კონცეფციას.

დეკამერონის მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. დეკამერონის ზოგიერთი ნოველა გადაამუშავეს ჩოსერმა, შექსპირმა, მარგარიტ ნავარელმა, ლაფონტენმა, ლესინგმა, მისემ და სხვა.

დევნა[რედაქტირება]

თავისი ანტიკლერიკალური და ანტიასკეტური ტენდენციის გამო მომდევნო წლებში დეკამერონს დევნა დაუწყეს.

1497 წელს სავონაროლამ იგი დაწვა, კათოლიკურმა ეკლესიამ ”აკრძალულ წიგნთა ინდექსში” შეიტანა. შემდგომში, რაკი ნაწარმოების სრული აკრძალვა შეუძლებელი გახდა, მისი შესწორება მოინდომეს, მაგრამ პირვანდელი შეურყვნელი ტექსტი ჯერ კიდევ მე14-ე საუკუნეში გასცდა იტალიის საზღვარს და მალე მთელი კულტურული კაციობრიობის საკუთრებად იქცა. ბოკაჩოს შემდგომი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლათინურად დაწერუილი თხზიულება ღმერთების გენეალოგია, პოემა ყორანი, (1354-55), ღვთაებრივი კომედიის 17 ქების კომენტარები და სხვა.

ქართული გამოცემა[რედაქტირება]

დეკამერონიდან ამოკრებილი ნოველები ქართულად თარგმნა და ორ წიგნად გამოსცა თედო სახოკიამ 1928 წელს. .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: