ბეით-ლაჰმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბეთლემი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ბეთლემი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბეთლემი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბეით-ლაჰმი მდებარეობა პალესტინა

Red pog.png
ბეით-ლაჰმი
ბეით-ლაჰმი პალესტინის რუკაზე
ბეით-ლაჰმი

ბეით-ლაჰმი (ქართ. ტრადიციით ბეთლემი, არაბ. بيت لحم, ებრ. בית לחם ), ქალაქი პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე, 20. ათასი მცხოვრებით. ესაზღვრება ჩრდილოეთით იერუსალიმს. თავდაპირველად ქანაანელთა, მოგვიანებით კი იუდეველთა ქალაქი იყო სამხრეთ პალესტინაში. დაარსებული უნდა იყოს დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში. პირველად მოხსენიებულია თელ-ელ-ამარნის მიმოწერაში (ძვ. წ. XIV ს.) „ბეთ-ილუ-ლაჰემას“ („ქალღმერთ ლაჰემას სახლი“) სახელით. განსხვავებით ჩრდილოეთ პალესტინის ამავე სახელწოდების ქალაქისაგან ზოგჯერ იუდეველთა ბეთლემს უწოდებდნენ. იგი ადონისის კულტის ადგილი იყო. ბიბლიის მიხედვით ბეით-ლაჰმი მეფე დავითის სამშობლოა.

სახარებაში იესო ქრისტეს დაბადების ადგილია. სხვა მითური ვერსიით იესო ქრისტეს მშობლები ნაზარეთში (ჩრდილოეთი პალესტინა) ცხოვრობდნენ, ლუკას სახარებაში არის ლეგენდარული ცნობა იოსებისა და მარიამის ნაზარეთიდან ბეთლეჰემში გამგზავრების შესახებ. თანამედროვე ბეით-ლაჰმის მახლობლად შემორჩენილია ბიბლიაში მოხსენიებული ე. წ. „დავითის ჭა“ — მთაში ნაკვეთი ქვაბული (ლაკვანი) წვიმის წყლის შესაგროვებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 270, თბ., 1977