დანტე ალიგიერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანტე ალიგიერი, ჯოტო დი ბონდონეს ნახატი

დანტე ალიგიერი (იტალ. Dante Alighieri; დ. 1265 - გ. 13/14 სექტემბერი, 1321) — იტალიელი მწერალი, პოეტი ფლორენციიდან. მისი მთავარი ნაწარმოები "კომედია" (შემდგომში დაემატა ეპითეტი "ღვთაებრივი"), რომელიც საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. იტალიურად მას "უზენაეს პოეტს" (იტალ. il Sommo Poeta) უწოდებენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დანტე ალიგიერის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა 1265 წელს ვარაუდობენ. ამაში ავტობიოგრაფიული ინფორმაციაც გასათვალისწინებელია. აღწერილი La Vita Nuovaში (1300 წლისთვის დაწერილ ფრაზაში "წუთისოფლის ნახევარი გზა რასაც გავდივართ", ვხვდებით, რომ დანტე 35 წლის უნდა ყოფილიყო, რადგან სიცოცხლის ბიბლიური ხანგრძლივობა 70 წელია (ფსალმუნები, 89,10) ეს წარმოსახვითო მოგზაურობა კი 1300 წელს უნდა შემდგარიყო.

სამოთხის რამდენიმე ვერსიაც მიუთითებს დანტეს დაბადების დღეზე და აღნიშნავს, რომ იგი მარჩვიბის ნიშნით დაიბადა ანუ ვარდობისთვის 21-სა და თიბათვის 21-ს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: