კარლო კოლოდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო კოლოდი
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი 1826
დაბადების ადგილი ფლორენცია, იტალია
გარდაცვალების თარიღი 26 ოქტომბერი, 1890 (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფლორენცია, იტალია
საქმიანობა მწერალი, რომანების ავტორი
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა

კარლო ლორენცინი (24 ნოემბერი, 1826 – 26 ოქტომბერი, 1890), უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით კარლო კოლოდიიტალიელი მწერალი, განთქმული ზღაპრით „პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი“. მწერლის ფსევდონიმი მომდინარეობს ტოსკანას ერთ-ერთი პატარა სოფლისგან, სადაც დაიბადა მისი დედა.

მწერალს პირველი პოპულარობა მოუტანა რომანმა რომანი მატარებელში (იტალ. Un romanzo in vapore). 1881 წელს საბავშვო გაზეთში (იტალ. Il Giornale dei Bambini პირველად დაიბეჭდა პინოქიოს თავგადასავლები. 1883 წელს იგი ცალკე წიგნის სახით გამოიცა. საბჭოთა კავშირში მისმა პოპულარობამ შთააგონა ალექსანდრე ტოლსტოის საკუთარი ვერსია, ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავლები შეექმნა.

კოლოდი დასავლავებულია ფლორენციაში, სან მინიატო ალ მონტეს ეკლესიის ეზოში.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: