ნიკოლა ფლამელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლა ფლამელი, XIX საუკუნის პორტრეტი

ნიკოლა ფლამელი ( ფრანგ. Nicolas Flamel) (ტრადიციულად დ. 1330 გ.1418 პონტუაზის მიდამოებში (პარიზის მახლობლად)იგი დაიბადა ღარიბ ოჯახში. მისი მშობლები გარდაიცვალნენ მაშინ, როდესაც იგი ახალგაზრდა იყო. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნიკოლა გადმოვიდა საცხოვრებლად პარიზში და დაიწყო იქ მუშაობა.

ქორწინების შემდეგ,როდესაც ფლამელი უკვე იყო წიგნების მაღაზიის მფლობელი, მან წაიკითხა "იუდას წიგნი". 20 წლის განმავლობაში იგი ეცადა, რომ ამოეცნო ამ წიგნის "დაფარული შინაარსი". წიგნის ეს ნაწილი იყო იუდეველთა ენაზე დაწერილი. იმისათვის, რომ ფლამელს გაეგო თუ რა ეწერა იქ, იგი საიდუმლოდ დადიოდა ესპანეთში იუდეველთა საზოგადოებაში (იმ დროს ებრაელებს ეკრძალებოდათ ცხოვრება საფრანგეთში). ამის შემდეგ წარმოიშვა მითი, რომ ფლამელმა გამოიცნო ფილოსოფიური ქვის საიდუმლო. ეს მითი გამყარდა იმით, რომ ფლამელმა დიდ ხანს იცოცხლა.

1382 წელს ფლამელი გახდა დაახლოებით 30 სახლის და ნაკვეთის მფლობელი. იგი განაგებს რამდენიმე ფონდს და ეხმარება ხელოვნების განვითარებასა და ეკლესიების მშენებლობაში.1397 თუ 1404 წელს გარდაიცვლება ფლამელის ცოლი. თვითონ ფლამელი გარდაიცვლება 1418 წელს. მას უკვე წინასწარ ჰქონდა ნაყიდი საფლავი სან-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლესიაში. იმის გამო, რომ მას არ ჰყავდა შვილები, მან მთელი მისი ქონება ამ ეკლესიას დიმის გამო, რომ იყო ლეგენდა ფლამელისა და "ფილოსოფიური ქვის" შესახებ ზოგი ამბობდა, რომ მათ შეამჩნიეს ფლამელი. მაგ: XVII საუკუნეში პოლ ლუკი გვიყვება, რომ იგი უბრალოდ სეირნობდა ბაღში და შეხვდა ერთ ახალგაზრდას, რომელიც აცხადებდა იმას, რომ 3 თვის წინ მან ნახა ფლამელი. თუ ეს სიმართლეა იმ დროისთვის ფლამელი 300 წლის იქნებოდა.

XVII წელს სერ მორსელი აცხადებდა, რომ მან ნახა ფლამელი მიწისქვეშა ლაბორატორიაში, რომელიც, მისი თქმით სრულიად იყო იზოლირებული გარე სამყაროსგან.

1761 წელს ფლამელი და მისი მეუღლე "შეამჩნიეს" პარიზის ოპერასთან, მათთან ერთად იყო მათი შვილი, რომელიც ჭორების მიხედვით დაბადებული იყო ინდოეთში.

ნიკოლა ფლამელმა დაწერა ანდერძი შიფრების მეშვეობით, გასაღები კი მარტო მის დისშვილს მისცა. თითო ასოს, შიფრში 4 ამონახსნი ჰქონდა. ნიკოლას დისშვილმა დიდი დრო დახარჯა შიფრის ამონხსნაში, რადგან სულ იყო 96 ტიპის სიმბოლო. ამოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ ეწერა "ფილოსოფიური ქვის" მომზადების წესი. იგი ასევე ამბობს, რომ ჩაიტანს მისი მომზადების წესს საფლავში და სთხოვს, რომ მისი დისშვილიც ასე მოიქცეს.