იოანე არგიროპულოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე არგიროპულოსი 1448 წელს ასწავლის კონსტანტინოპოლში.

იოანე არგიროპულოსი (ბერძ. Ιωάννης Αργυρόπουλος, ლათ. Giovanni Argiropulo) (დ. 1415, კონსტანტინოპოლი — გ. 26 ივნისი, 1487, რომი) — ბიზანტიელი მეცნიერი. სახელი გაითქვა იტალიაში ბერძნული ლიტერატურის აღდგენის საქმეში თავისი ღვაწლით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა კონსტანტინოპოლში, 15 წლის ასაკში ჩავიდა იტალიაში, სადაც აღიზარდა პადუას გიმნაზიაში კარდინალ ბესარიონ ნიკეელის ხარჯით. რომში შექმნა სკოლა ძველი ბერძენი ავტორების კომენტირების მიზნით. კონსტანტინოპოლში დაბრუნდა თურქების მიერ ქალაქის აღებამდე (1453 წ.) ახლო ხანებში, რის შემდეგაც გაიქცა იტალიაში. 1456 წელს კოსიმო მედიჩიმ მიიწვია ფლორენციაში ფილოსოფიის მასწავლებლად და ჩააბარა თავისი ვაჟი პიეტროს და შვილიშვილი ლორენცო აღსაზრდელად. 1477–1481 წლებში იყო ფლორენციის აკადემიის პროფესორი. 1481 წელს ფლორენციაში შავი ჭირის გაჩენასთან დაკავშირებით არგიროპულოსი გადავიდა რომში, სადაც ასწავლიდა სიცოცხლის ბოლომდე.

მისი მოწაფეები იყვნენ პალა სტროცი, პოლიციანო და იოჰან რეიხლინი. მან დატოვა არისტოტელეს თხზულებათა რამდენიმე თარგმანი ლათინურ ენაზე (1518—1520 წწ.), კომენტარი მის „ეთიკა“–ზე და „პოლიტიკა“–ზე და საღვთისმეტყველო შინაარსის რამდენიმე ბროშურა (1541).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Аргиропуло Иоанн // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб.: 1890—1907
  • Encyclopaedia Britannica, “John Argyropoulos
  • Geanakoplos, Deno J., “Constantinople and the West : Essays on the Late Byzantine (Palaeologan) and Italian Renaissances and the Byzantine and Roman Churches”, University of Wisconsin Press, 1989, ISBN 0-299-11884-3
  • Geanakoplos, Deno J., 'A Byzantine looks at the Renaissance', Greek, Roman and Byzantine Studies
  • Harris, Jonathan, 'Byzantines in Renaissance Italy', Online Reference Book for Medieval Studies
  • Fotis Vassileiou & Barbara Saribalidou, Short Biographical Lexicon of Byzantine Academics Immigrants to Western Europe, 2007, ISBN 978-960-930-275-3
  • Nicholl Charles, “Leonardo Da Vinci: The Flights of the Mind”, Penguin Books Ltd, 2005, ISBN 0-14-029681-6
  • Vassileiou Fotis, Saribalidou Barbara, 'John Argyropoulos teacher of Leonardo Da Vinci', Philosophy Pathways Issue 117, 19 May 2006, International Society for Philosophers
  • Vassileiou, Fotis & Saribalidou, Barbara, Short Biographical Lexicon of Byzantine Academics Immigrants in Western Europe, 2007.