ევანჯელისტა ტორიჩელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევანჯელისტა ტორიჩელი

ევანჯელისტა ტორიჩელი, (Torricelli) (დ. 15 ოქტომბერი, 1608, ფაენცა — გ. 25 ოქტომბერი, 1647, ფლორენცია), იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მათემატიკური განათლება მიიღო რომში გ. გალილეის მოწაფის ბ. კასტელის ხელმძღვანელობით. 1641 გადავიდა არჩეტრიში, სადაც გალილეის ეხმარებოდა შრომების დამუშავებაში. 1642-იდან, გალილეის სიკვდილის შემდეგ , იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგის კარის მათემატიკოსი, ამავე დროს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველზე მეტად ცნობილია ტორიჩელის შრომები, რომლებიც ეხება პნევმატიკისა და მექანიკის საკითხებს. 1644 განავითარა ატმოსფერული წნევის თეორია, დაამტკიცა ე. წ. ტორიჩელის სიცარიელის მიღების შესაძლებლობა და გამოიგონა ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი. საფუძველი ჩაუყარა ჰიდრავლიკას, გამოიყვანა ჭუჭლიდან იდეალური სითხის გამოდინების სიჩქარის ფორმულა (ტორიჩელის ფორმულა). შრომები აქვს აგრეთვე მათემატიკაში, ბალისტიკაში და სხვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 10, გვ. 24, თბ., 1986


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე