ფილიპო ბრუნელესკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპო ბრუნელესკის პორტრეტი

ფილიპო ბრუნელესკი (იტალ. Filippo Brunelleschi; დ. 1377– გ. 15 აპრილი, 1446)– რენესანსის ერთ–ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი, ხუროთმოძღვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

შემოქმედება[რედაქტირება]

თავდაპირველად ბრუნელესკიმ თავი გამოიჩინა, როგორც მოქანდაკემ. 1401 წელს მან ფლორენციაში შექმნა „ისააკის მსხვერპლად შეწირვა“. 1402–1409 წლები ბრუნელესკიმ რომში გაატარა, სადაც ეცნობოდა და იკვლევდა ანტიკურ არქიტექტურულ ძეგლებს. ამ წლებშივე შექმნა პერსპექტივის მეცნიერული თეორია, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სახვითი ხელოვნების შემდგომი განვითარებისთვის. 1420–1436 წლებში ხელმძღვანელობდა ფლორენციის ტაძრის –სანტა მარია დელ ფიორეს გუმბათის მშენებლობას. ბრუნელესკის მიერ ფლორენციაში აშენებული ბავშვთა თავშესაფარი რენესანსის ხუროთმოძღვრების პირველი ჩამოყალიბებული ნაწარმოებია. არქიტექტურული დამუშავებით მას ენათესავება ორი ბაზილიკური ეკლესიის– სან ლორენცოს და სან სპირიტოს ინტერიერები.

ადრინდელი რენესანსის უმნიშვნელოვანეს ნაგებობათა რიცხვს მიაკუთვნებენ პაცის საოჯახო კაპელას. დიდი დამსახურება მიუძღვის ბრუნელესკის საცხოვრებელი სახლის– მდიდარ მოქალაქეთა პალაცოების არქიტექტურულ დამუშავებაში. 1420–1442 წლებში მან გააფართოვა ე.წ. პალაცო დი პარტე გველფა. მასვე მიაწერენ ფლორენციის უდიდესი სასახლის პალაცო პიტის შუა ნაწილს.

ბრუნელესკის შემოქმედება არქიტექტურის ისტორიაში ახალი ხანის დაწყებას მოასწავებდა. მან პირველმა აღადგინა ანტიკური ორდერი. მის მიერ აგებული შენობებისა და ინტერიერის მარტივი, უაღრესად ნათელი და მშვიდი კომპოზიცია, მკაფიოდ შემოსაზღვრული სივრცე, ადამიანური მასშტაბი მკვეთრად უპირისპირდებოდა გოთიკის მისტიკურ–ემოციურ მხატვრულ სახეებს და ახალ ჰუმანისტურ მსოფლმხედველობას.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: