ალთინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალთინგი, რეიკიავიკი

ალთინგი (ისლ. Alþingi, საკრებულო) — ისლანდიის პარლამენტი. პირველად 930 წელს შეიკრიბა თინგის ველებზე, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, ტბა თინგვადლავატნის ჩრდილოეთ ნაპირზე. ალთინგი ჩვენს დრომდე მოღწეულ პარლამენტთა შორის უძველესია. იმხანად ალთინგში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ თავისუფალ მამაკაცს ჰქონდა. თავდაპირველად ალთინგი არა მხოლოდ კანონების მიღების ადგილი, არამედ დავების გადაწყვეტის ორგანოც იყო. კანონებით ე.წ. ლოგრეტა (ისლ. Lögrétta) იყო დაკავებული, რომელიც მეტწილად მსახურებისგან შედგებოდა (ისლ. goðar). 1000 წელს ალთინგზე უმეტესობამ ქრისტიანობის მიღებას დაუჭირა მხარი.

ისლანდიის ნორვეგიასთან გაერთიანების შემდეგაც ალთინგი 1799 წლამდე ფუნქციას არ წყვეტდა. შემდეგ ალთინგი სპეციალური უმაღლესი სასამართლოთი შეიცვალა. 1844 წელს ალთინგი იოუნ სიგურდსონის მიერ იქნა აღდგენილი და რეიკიავიკში იკრიბება. დღეისათვის (1991 წლიდან) ალთინგი ერთპალატიანი პარლამენტია 63 წევრით, რომელთაც ექვს საარჩევნო ოლქში ირჩევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 307, თბ., 1975.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]