შინაარსზე გადასვლა

ნაურუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაურუს რესპუბლიკა
Ripublik Naoero
Republic of Nauru
ნაურუ
ნაურუს
დევიზი: God's Will First
ჰიმნი: Nauru Bwiema
ნაურუს მდებარეობა
დედაქალაქიარა
0°32′ ს. გ. 166°55′ ა. გ. / 0.533° ს. გ. 166.917° ა. გ. / -0.533; 166.917
უდიდესი ქალაქი იარენი
ოფიციალური ენა ნაურუული, ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ლიონელ აინგიმეა
ფართობი
 -  სულ 21,3 კმ2 (227-ე)
 -  წყალი (%) 0,57%
მოსახლეობა
 -  2018 აღწერა 11 200[1] 
 -  სიმჭიდროვე 480 კაცი/კმ2 (25-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $36.9 მილიონი (192-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2500 (135-ე)
ვალუტა ავსტრალიური დოლარი (AUD)
დროის სარტყელი UTC+12:00
ქვეყნის კოდი NRU
Internet TLD .nr
სატელეფონო კოდი +674

ნაურუს რესპუბლიკა (ნაურ. Ripublik Naoero, ინგლ. Republic of Nauru, გამოითქმის /næˈuː.ɹuː/, ასევე, ცნობილია როგორც „სიამოვნების კუნძული“) — ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 21,3 კმ²-ს, მოსახლეობა კი — 10 084 ადამიანს[2] (2011), რომელთა მიხედვითაც, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანაა. ის, ასევე, ყველაზე მცირე არა-ევროპული ქვეყანაა (ფართობით) და ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში ოფიციალური დედაქალაქის გარეშე. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1968 წელს.

კუნძული ნაურუ მდებარეობს 42 კმ-ში ეკვატორის სამხრეთით. უახლოესი კუნძული ბანაბა მდებარეობს 288 კმ-ში აღმოსავლეთით და ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას.

სახელმწიფო შედის ერთა თანამეგობრობაში. 1999 წლის 14 სექტემბერს ნაურუს რესპუბლიკა მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ნაურუ წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოსა და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.

ქვეყნის წარსული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კუნძულის უხვი ფოსფატის საბადოებიდანაა. სუპერფოსფატი გამოიყენება როგორც სასუქი მთელ მსოფლიოში და მისი მთავარი მომწოდებელი ავსტრალიაა. ფოსფატის საბადოების გამოფიტვის შემდეგ ნაურუს მომავალი საკმაოდ ბურუსითაა მოცული. 1990-იან წლებში ნაურუმ სცადა შემოსავლის ახალი წყარო გაეჩინა საკუთარი თავის საგადასახადო სამოთხედ გამოცხადებით, თუმცა ამ წამოწყებას ბოლო 2004 წლის ივლისში მოეღო. ნაურუზე ამჟამად დაკავების ცენტრია განლაგებული, რომელშიც ავსტრალია თავშესაფრის მთხოვნელ ემიგრანტებს აგზავნის, სანამ ისინი საჭირო გამოძიებას და მომზადებას გაივლიან კონტინენტზე შესაშვებად (ე.წ. „პაციფიური გადაწყვეტის“ პოლიტიკა).

სიტყვა „ნაურუს“ წარმოშობა ზუსტად უცნობია. როგორც დღეს, ისევე ძველ დროსაც ნაურუელები თავიანთ კუნძულს ეძახიან „Naoero-ს“. გერმანელი პროფესორი პაულ ჰამბრუხი, რომელიც კუნძულს ეწვია 1909-1910 წლებში, ამ სიტყვის ეტიმოლოგიას აძლევდა შემდეგ ახსნას: მისი აზრის თანახმად, „Naoero“ ფრაზა „a-nuau-a-a-ororo-ის“ (თანამედროვე დამწერლობით „A nuaw ea arourõ“) შემოკლებაა, რომელიც ნაურუულიდან ითარგმნება, როგორც „მე მივდივარ ზღვის ნაპირზე“. მაგრამ გერმანელი კათოლიკე მისიონერი ალოიზ კაიზერი, რომელმაც კუნძულ ნაურუზე 30 წელზე მეტ ხანს იცხოვრა და საკმაოდ კარგად შეისწავლა ნაურუული ენა, არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, რადგანაც ადგილობრივ ენაზე სიტყვების „ზღვის ნაპირი“ შემდეგ, უნდა მოდიოდეს მაჩვენებელი სიტყვა „rodu“, რომელიც ითარგმნება როგორც „ქვემოთ“. თვითონ ნაურუელები სიტყვებს „ზღვის ნაპირი“ აღიქვამენ, როგორც კუნძულის ყველაზე ღრმა, დაბალ ადგილად. ის გამოიყენება, როგორც ხმელეთთან მიმართებაში, ისევე ზღვასთან. თვითონ ის ფაქტი, რომ პაულ ჰამბრუხი მხედველობაში არ იღებს სიტყვა „rodu-ს“ სიტყვა „Naoero-ს“ ეტიმოლოგიის გარკვევაში, მეტყველებს მისი ვარაუდის დაუსაბუთებლობაზე.

კუნძულს აქვს სხვა დასახელებაც: ინგლისელი კოლონისტები 1888 წლამდე ნაურუს ეძახდნენ „სიამოვნების კუნძულს“ (ინგლ. Pleasant Island). გერმანელები მას ეძახდნენ „Nawodo-ს“ ან „Onawero-ს“. მოგვიანებით სიტყვა „Nauru-ს“ დაწერა შეიცვალა „Naoero-თი“, იმისთვის, რომ ევროპელებს სწორად წარმოეთქვათ ქვეყნის სახელი.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაურუს რუკა
ნაურუს თანამგზავრული ფოტო

კუნძული ნაურუ მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით, 42 კმ-ში ეკვატორიდან[3]. უახლესი კუნძული ბანაბა (ოშენი) მდებარეობს 288 კმ-ში ნაურუდან აღმოსავლეთით და ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფართობია — 308 480 კმ²[4], რომლიდანაც 570 კმ² მოდის ტერიტორიულ წყლებზე.

კუნძული ნაურუ — ამოწეული მარჯნის ატოლია, როგორც ვულკანური კონუსის მწვერვალი. კუნძულს აქვს ოვალური ფორმა, აღმოსავლეთიდან სანაპირო შეწეულია — იქ მდებარეობს ანიბარის ყურე. კუნძულის ფართობია — 21,3 კმ²[3], სიგრძე — 6 კმ, სიგანე — 4 კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე — დაახლოებით, 18 კმ. ყველაზე მაღალი წერტილი — 65 მ[3] (სხვადასხვა მონაცემებით 61—71 მ) — მდებარეობს აივოსა და ბუადის ოლქების საზღვარზე. ნაპირიდან, დაახლოებით, 1 კმ-ის მანძილზე ოკეანის სიღრმე აღწევს 1000 მეტრზე მეტს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ადგილას მდებარეობს მკვეთრი ვარდნილი, რომელიც აღწევს ოკეანის ფსკერს.

კუნძულის ზედაპირი წარმოადგენს ვიწრო სანაპირო ვაკეს სიგანით 100—300 მ, რომელსაც გარშემორტყმული აქვს კირქვიანი პლატო, რომლის სიმაღლე ნაურუს ცენტრალურ ნაწილში აღწევს 30 მეტრს. პლატო ადრე დაფარული იყო ფოსფატების (ნაურუიტის) სქელი ფენით. კუნძული გამაგრებულია ვიწრო მარჯნის რიფით (სიგანე დაახლოებით 120—300 მ[5]), რომელიც შიშვლდება ზღვის მიქცევის დროს და გაბნეული რიფის პიკებით.[3] რიფზე გათხრილია 16 არხი, რომლებიც მცირე ნავებს უშუალოდ კუნძულის ნაპირთან მისვლის საშუალებას აძლევენ.

ნაურუში ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია კუნძულის შიდა რაიონი, სადაც მდებარეობს უზარმაზარი კირქვიანი პირამიდები, რომლებიც შემორჩენილია ფოსფატების დამზადების დროიდან. ამ ნაკეთობის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას აჭარბებს 10 მეტრს, ხოლო თვითონ კარიერი წარმოადგენს უზარმაზარ ლაბირინთს ბევრი ქვაბულითა და ღრმულით და გვაგონებს „მთვარის პეიზაჟს“. დამუშავებული ფოსფატების კუნძულის პორტში მისატანად სპეციალურად აშენდა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. კირქვიანი ჰორსტის რაიონში პრაქტიკულად არ არსებობს ნიადაგის ფენა, ამიტომ მთელი წვიმის წყალი არ ჩერდება ზედაპირზე და ჩაედინება მთის ქანებში.

გეოგრაფებმა, გეომორფოლოგებმა და გეოლოგებმა საფუძვლიანად შეისწავლეს კუნძულის რელიეფი, გრუნტი და გეოლოგიური სტრუქტურა და მიღებული მონაცემებიდან მთლიანად აღადგინეს ნაურუს გეოლოგიური ისტორია. ატოლი ნაურუ არსებობს უძველესი დროიდან. დღემდე შემორჩა მესამეული სისტემის დროს მარჯანისგან გაქვავებული რიფი. გეოლოგიური გამოკვლევების თანახმად, პალეოგენურ სისტემაში კუნძულის თანამედროვე ლაგუნის ფსკერის ზედაპირი იმყოფებოდა 60 მეტრით უფრო დაბლა ამჟამინდელ ზღვის დონეზე (ანუ, პრაქტიკულად, მთელი კუნძული დაფარული იყო წყლით). ნეოგენური სისტემის ეპოქის მიოცენის პერიოდში ატოლი უფრო მაღლა იყო ამოწეული: თანამედროვე ლაგუნის ფსკერი 10 მეტრით იყო მაღალი თანამედროვე ზღვის დონეზე. სავარაუდოდ, ამავე დროს კუნძულმა ნაურუმ განიცადა ძლიერი ეროზია, რის შედეგადაც მოხდა კარსტული რელიეფის ცვლილება. შემდგომში კუნძულის ცენტრალური ნაწილი აღმოჩნდა წყლის ქვეშ, შედეგად ატოლის ცენტრში წარმოიშვა წყალმეჩხერი ლაგუნა. რიფის კირქვების მრავალ ღრმულებში გროვდებოდა ფოსფორით მდიდარი სხვადასხვა ნარჩენების ნალექები. კუნძულის ჩაძირვა მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ამ დროის მანძილზე ლაგუნაში ნარჩენების ნალექებმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები: მოხდა არსებული ფოსფორული ნაერთების გამდიდრება.

ამას მოჰყვა ნაურუს ხმელეთის ამოწევის ხანგრძლივი პერიოდი. ლაგუნის ზედაპირი განთავისუფლდა წყლისგან და ატოლზე გაჩნდა მცენარეულობა. დღეისათვის ნაურუს შიდა რაიონი იწევა ოკეანის ზედაპირიდან 20—30 მეტრზე. კუნძულზე შენარჩუნებულია მხოლოდ ერთი ღრმული, ლაგუნა ბუადა, რომელიც მთლიანად იზოლირებულია ოკეანის წყლისაგან.

კუნძულ ნაურუს ზემოთ ჩამოთვლილ გეოლოგიურ პროცესებში არსებობს ორი საკამათო მომენტი. ჯერ ერთი, საეჭვოა ადგილობრივი რელიეფის ჩამოყალიბების პროცესი. იმ ჰიპოთეზისგან განსხვავებით, რომლის თანახმადაც რელიეფმა განიცადა კარსტრირება, ხოლო რიფული კირქვა აითქვიფა წყალში, არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი. სანაპიროსა და ქვიან მეჩხერწყლიან ადგილებში, განსაკუთრებით, კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, არსებობს დიდი რაოდენობით შენარჩუნებული მცირე ქვიანი კოლონები, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განიცდიდნენ ეროზიას ზღვის ტალღების მიერ. ეს სივრცე არ იყო დაცული, მრგვალი ფორმის რიფზე მოხდა განიერი გასასვლელების ჩამოყალიბება. ნაურუს ზედაპირის შემდგომმა ამოწევამ გამოიწვია მხოლოდ ის, რომ გრძელდებოდა გამორეცხვა, ხოლო წვიმის წყალმა მოასწორა ქვის კოლონები.

მეორეა ის, რომ საკამათო რჩება ფოსფორიტების ჩამოყალიბების პროცესი. კარიერებზე, სადაც მოიპოვებოდა ეგრეთ წოდებული ნაურუიტი, ფოსფორულ ნალექს აქვს საკმაოდ რთული სტრუქტურა: ტიპურია სხვადასხვა სიმაღლის მრავალრიცხოვანი ნატეხები. შესაბამისად, ფოსფორიტების საწყისი გროვები, რომლებიც, როგორც წესი ყალიბდებიან პლანქტონის მკვდარი მასისაგან, ეროზიის ზემოქმედების შედეგად განიცდიდნენ მრავალჯერად ცვლილებას.

კუნძულის რთულ და ხანგრძლივ ისტორიაში, უეჭველად იქნებოდა ძლიერი ტაიფუნების პერიოდი, როდესაც ხდებოდა ნამსხვრევი მასალების გამორეცხვა. ამგვარი ზიანის მომტანი ცვლილებები დღესაც კი შეინიშნება წყნარი ოკეანის ბევრ ატოლზე. აქედან გამომდინარე, ნაურუზე ხდებოდა ნიადაგის თხელი ფენის მუდმივი გამორეცხვა, იმ დროს როდესაც ფოსფორიტები არსად არ ქრებოდა. თანდათან რელიეფის ფორმა, უპირველეს ყოვლისა, რიფული კირქვის ღრმულები და ნაპრალები, ივსებოდა ღორღითა და ქვის ნატეხებით.

არსებობს, აგრეთვე, კუნძულზე ფოსფორიტების საბადოების წარმოშობის სხვა ვერსიაც: ქანების გამოქარვის პროცესში ზედაპირზე ხდებოდა ღრმულებისა და ციცაბო კონუსების წარმოქმნა, რომლებიც იყო იდეალური ადგილი მობუდარი ფრინველებისათვის. თანდათან კუნძული იფარებოდა ზღვის ფრინველების ექსკრემენტებით. წარმოქმნილი გუანო თანდათან გარდაიქმნა კალციუმის ფოსფატად. ფოსფატების შემადგენლობა კუნძულის მთის ქანებში აჭარბებს 90 %-ს.

კლიმატი ნაურუზე ეკვატორული მუსონური, ცხელი და ტენიანია. საშუალო ტემპერატურაა, დაახლოებით, +27,5 °C. დღის პერიოდში ის მერყეობს +26 °C-სა და +35 °C-ს შორის, ხოლო ღამით — +22 °C-სა და +28 °C-ს შორის[5]. დღის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს +38 — +41 °C-ს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2060 მმ-ია[3]. არსებობს გვალვიანი წლებიც, ხოლო ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეადგენს 4500 მმ-მდე. ასეთი მნიშვნელოვანი ცვალებადობა აიხსნება ელ-ნინიოს ხშირი სტუმრობით. წვიმების სეზონი გრძელდება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, როდესაც ძლიერდება დასავლეთის მუსონები (ციკლონების სეზონი)[3][6]. მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით ბატონობენ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების ქარები[3].

ნაურუს ხელისუფლება შეწუხებულია გლობალური დათბობის პრობლემით, იმიტომ, რომ ზღვის დონის აწევის შემთხვევაში კუნძულს ჩაძირვა ემუქრება[3], ამიტომ ქვეყანა ცდილობს მსოფლიო საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყურადღების მიპყრობას.

ჰიდროლოგია და ნიადაგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეები კუნძულ ნაურუზე არ არსებობს. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის მცირე ოდნავ მარილიანი ბუადის ტბა, რომელიც ივსება წვიმის წყლებით. მისი დონე 5 მეტრით მაღალია ნაურუს გარშემორტყმულ წყნარი ოკეანის დონეზე.

კუნძულის ერთ-ერთი პრობლემაა მტკნარი წყლის დეფიციტი. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ფონზე ის ყოველწლიურად სულ უფრო მწვავდება. კუნძულზე მოქმედებს მხოლოდ ერთი გამტკნარებელი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს ელექტროენერგიაზე, რომელიც გამომუშავდება ნაურუზე ერთადერთ ელექტროსადგურში. მაგრამ ელექტროენერგიის საკმაოდ მაღალი ღირებულების გამო გამტკნარებელი მოწყობილობა ხშირად ჩერდება[5]. წვიმების დროს მოსახლეობა წყალს აგროვებს სპეციალურ ჭურჭელში და შემდგომში იყენებს მას საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, ბაღების მოსარწყავად და პირუტყვისთვის. გვალვების პერიოდში წყალი შემოაქვთ გემებით ავსტრალიიდან[5].

იარენის ოლქში მდებარეობს მცირე მიწისქვეშა ტბა მოკუა-ველი, რომელიც დაკავშირებულია გამოქვაბულ მოკუას სისტემასთან. სანაპიროსთან სიახლოვეს იუვის და ანაბარის ოლქების საზღვრებთან მდებარეობს მცირე ლაგუნების ჯგუფი, რომლებიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ხმელეთით.

ნაურუს სანაპიროს ნიადაგის ფენა საკმაოდ თხელია, სულ 25 სანტიმეტრი, და უფრო მეტად შედგება მარჯნის და ხრეშისაგან, ვიდრე ქვიშისგან[7]. ცენტრალურ პლატოზე ძირითადად წარმოდგენილია მცირედ ნაყოფიერი ნიადაგი, რომელიც შედგება ორგანიკებისა და ქვიშისაგან ან ფოსფატის უმნიშვნელო შემცველობის დოლომიტისაგან. სახნავი მიწის ფენის სისქეს აქვს სიღრმე დაახლოებით 10—30 სმ და დევს მოწითალო-ყვითელი ქვენიადაგის თავზე, რომლის სიღრმე მერყეობს 25-დან 75 სმ-მდე[7].

კუნძულის საკმაოდ მცირე ფართობის, მისი კონტინენტისგან და მსხვილი არქიპელაგებისგან იზოლაციის გამო ნაურუზე ადგილობრივი ჭურჭლოვანი მცენარეების სულ 60 სახეობაა, რომელთაგან არც ერთი არაა ენდემური.[5] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძლიერმა ნგრევამ, ქოქოსის პალმის მონოკულტურულმა გავრცელებამ და ფოსფორიტების მოპოვებამ გამოიწვია მცენარეული საფარის განადგურება ნაურუს დიდ ნაწილში, რომელიც დღეისათვის აღდგენილია ტერიტორიის 63 %-ზე.

კუნძულზე ყველგან ხარობს ქოქოსის პალმა, პანდანუსი, ფიკუსი, დაფნა და სხვა ფოთლოვანი ხეები. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის ბუჩქოვანი ფორმაციები. ყველაზე უფრო ხშირი მცენარეულობა გავრცელებულია კუნძულის სანაპირო ზოლში სიგანით დაახლოებით 150—300 მეტრზე და ბუადის ტბის შემოგარენში[3]. ნაურუს შიდა ნაწილში გვხვდება ჰიბისკუსი ლათ. Hibiscus), ასევე ალუბლის, ნუშის და ინდური მანგოს ნარგავები.

კუნძულის დაბლობი ადგილები დაფარულია ხშირი მცენარეულობით, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია დაბალი სიმაღლის მცენარეებით, მაშინ როცა მაღლობებში ჭარბობს ხე-ტყე.

ნაურუს ცხოველთა სამყარო ღარიბია. ყველა ძუძუმწოვარი შემოყვანილია ხალხის მიერ: პატარა ვირთაგვა (ლათ. Rattus exulans), კატა, ძაღლი და ღორი, ასევე ქათამი. ქვეწარმავლები წარმოდგენილია ხვლიკებით. უფრო მრავალფეროვანია ფრინველები — სულ 6 სახეობა (წინტალები, ლათ. Sternidae, ქარიშხალები, ფრეგატები, მტრედები). ნაურუზე ბუდობს მოღერალი ფრინველის მხოლოდ ერთი სახეობა — ეს არის კუნძულის ენდემი — ლათ. Acrocephalus rehsei. ბევრია მწერები და სხვა უხერხემლოები. კუნძულის ირგვლივ წყლებში დაცურავენ სხვადასხვა სახის ზვიგენები, ზღვის ზღარბები, მოლუსკები, კიბორჩხალები და ბევრი შხამიანი ზღვის ცხოველი.

კუნძულ ნაურუს დასახლება მოხდა მიკრონეზიელებისა და პოლინეზიელების მიერ დაახლოებით 3000 წლის წინ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პირველი გადასახლებულები მივიდნენ ნაურუზე ბისმარკის არქიპელაგიდან და წარმოადგენდნენ ოკეანეთის წინა ეთნოსს, ჯერ კიდევ მათ დაყოფამდე მელანეზიელებად, მიკრონეზიელებად და პოლინეზიელებად. ტრადიციულად კუნძულელები ითვალისწინებდნენ თავიანთ წარმოშობას მდედრობითი ხაზით. ევროპელების მისვლამდე ნაურუს კუნძულის მოსახლეობა შედგებოდა 12 ტომისაგან, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა თორმეტქიმიან ვარსკვლავში თანამედროვე ნაურუს რესპუბლიკის დროშაზე და გერბზე. ევროპელთაგან პირველმა 1798 წლის 8 ნოემბერს ნაურუ აღმოაჩინა ახალი ზელანდიიდან ჩინეთისკენ მცურავმა კაპიტანმა ჯონ ფირნმა, რომელმაც კუნძულს სახელად დაარქვა „სასიამოვნო“ (ინგლ. Pleasant Island)[8][9], რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა 90 წელი. იმ დროს ნაურუზე შეიმჩნეოდა საშუალოდ რთული სტრატიფიცირებული სოციალური სისტემების ჩამოყალიბება. ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურები იყო ქოქოსის პალმა და პანდანუსი. ნაურუელები იჭერდნენ თევზს რიფზე, კანოედან და სპეციალურად ნასწავლი ფრინველებით — ფრეგატებით (ლათ. Fregata minor). ასევე მათ შეძლეს ბუადის ტბაზე თევზ ლათ. Chanos chanos-ის აკლიმატიზაცია, რითაც მათ შეძლეს თავიანთი თავის უზრუნველყოფა დამატებითი საკვები წყაროთი. თევზჭერას აწარმოებდნენ მხოლოდ მამაკაცები.

XIX საუკუნეში კუნძულზე დაიწყეს დასახლება პირველმა ევროპელებმა. ესენი იყვნენ გამოქცეული კატორღელები, კუნძულთან მოახლოებული ვეშაპმჭერი გემებიდან დეზერტირები, ხოლო შემდგომში ცალკეული ვაჭრები. უცხოტომელებმა (ევროპელები) კუნძულზე შეიტანეს ვენერიული დაავადებები, ისინი ალევინებდნენ ნაურუელებს სპირტიან სასმელებს, ხელს უწყობდნენ ტომობრივი ომების გაჩაღებას, რომლებიც უფრო სისხლისმღვრელი გახდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას.[8]

1888 წლის 16 აპრილს კუნძული ნაურუ ანექსირებული იქნა გერმანიის მიერ[8] და შევიდა პროტექტორატ მარშალის კუნძულების შემადგენლობაში ჯაულიტის კომპანიის მმართველობის ქვეშ.[10] კუნძულის მოსახლეობას დაეკისრა გადასახადები. მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე ხანი კუნძული აგრძელებდა თავის განცალკევებულ ცხოვრებას. მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც აქ აღმოაჩინეს ფოსფატების მსხვილი საბადოები. 1906 წელს ავსტრალიურმა კომპანიამ „პასიფიკ ფოსფეიტ კომპანიმ“ მიიღო თანხმობა მის დამუშავებაზე. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ნაურუს მომავალი.

1914 წლის 17 აგვისტოს კუნძული ნაურუ დაიპყრო ავსტრალიის ჯარებმა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს. მცირე სამხედრო ჯგუფი გადასროლილი იქნა გემით, რომელიც ეკუთვნოდა „პასიფიკ ფოსფეიტ კომპანის“. ავსტრალიელებმა ცოტათი დაასწრეს იაპონელებს, რომლებმაც ასევე მიიღეს ბრძანება დაეკავებინათ ფოსფორიტებით მდიდარი კუნძული. ავსტრალიელებს ჰქონდათ რამდენიმე მიზანი. უპირველეს ყოვლისა, მთავარი იყო მოეშალათ გერმანული სისტემა Etappendienst[11], კუნძულზე დაიპყრეს გადამცემი სადგური, რომელიც შედიოდა რადიოსადგურების ქსელში და უზრუნველყოფდა კავშირს გერმანულ გემებთან. მეორე, ავსტრალიის მთავრობა სიფრთხილით უყურებდა იაპონელთა მოქმედებას, საკმაოდ სამართლიანად ეჭვიანობდა იაპონიის ექსპანსიონიზმში. ომის შედეგების შემდეგ 1923 წელს ნაურუმ მიიღო ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორიის სტატუსი და გადაეცა ერთობლივ მართვაში დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას, მაგრამ ადმინისტრაციულ მართვას ახორციელებდა ავსტრალია.[12] ამ ქვეყნებმა შეისყიდეს კერძო კომპანიისაგან ყველა მათი უფლებები ფოსფორიტების საბადოებზე და შექმნეს ერთობლივი კომპანია «ბრიტიშ ფოსფეიტ კომიშნი» ფოსფორიტების საბადოების ასათვისებლად და მათ გასაყიდად. ფოსფორიტების ინტენსიური დამუშავება მიმდინარეობდა თვით მეორე მსოფლიო ომამდე, მაგრამ მკვიდრ მოსახლეობას უნაზღაურდებოდა მხოლოდ მიზერული კომპენსაცია.

1940 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანულმა დამხმარე კრეისერებმა „კომეტმა“ და „ორიონმა“ ჩაძირეს ერთი ნორვეგიული და რამდენიმე ბრიტანული სავაჭრო გემი ნაურუდან შორიახლოს. მათი ნაწილი კუნძულის ნაპირებთან ელოდებოდა ფოსფატების დატვირთვას. ცეცხლმოდებული ფოსფორიტმზიდის „ტრიადიკას“ კვამლი ჩანდა ნაურუს ნაპირებიდან. კუნძულის რადიოსადგურმა მიიღო გემ „კომატას“ გაგზავნილი განგაშის სიგნალები. მიღებული ინფორმაცია გადაეცა რადიოგრამით ავსტრალიის სამხედრო საზღვაო ძალების შტაბში. ჩაძირული გემების ნამსხვრევები ტალღებმა გამორიყა ნაურუს ნაპირებზე. გერმანელებმა თითქმის ყველა დატყვევებული ეკიპაჟის წევრები და მგზავრები 21 დეკემბერს გადაიყვანეს ბისმარკის არქიპელაგის კუნძულ ემირაუზე. ზოგიერთმა მათგანმა შეძლო მალე მიეღწია ქალაქ კავიენგამდე და შეეტყობინებინა ავსტრალიელებისთვის კუნძულ ნაურუზე თავდასხმის მზადებისათვის, მაგრამ სამხედრო გემები, რომლებსაც შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ რეიდისათვის, ავსტრალიას ამ რეგიონში არ ჰყავდა. 1940 წლის 27 დეკემბერს კრეისერი „კომეტი“ დაბრუნდა ნაურუსთან საპორტო ნაგებობების დასაბომბად. „კომეტმა“ აწია სამხედრო დროშა კრიგსმარინე და გააგზავნა რადიოსიგნალი ბრძანებით გაეთავისუფლებინათ მისადგომი და ნავთობსაცავი. მაგრამ ხალხი არ იშლებოდა, მხოლოდ გამაფრთხილებელმა გასროლამ დაშალა კუნძულელები. საარტილერიო ცეცხლის შემდეგ პორტის ადგილას დარჩა მხოლოდ ნანგრევები. შექმნილმა ხანძარმა გაანადგურა იაპონელების მიერ უკვე ნაყიდი ფოსფორიტების მსხვილი პარტია.[13][14]

1942 წლის 25 აგვისტოს ნაურუს კუნძული დაიპყრო იაპონიამ[15] და განთავისუფლდა მხოლოდ 1945 წლის 13 სექტემბერს. იაპონელთა ოკუპაციის პერიოდში 1200 ნაურუელი იყო დეპორტირებული კუნძულ ჩუუკზე (მაშინ კუნძულს ერქვა ტრუკი) კაროლინის კუნძულების არქიპელაგში, სადაც მათ შორის 463 დაიღუპა. 1946 წლის იანვარში ცოცხლად გადარჩენილი ნაურუელები დაბრუნდნენ სამშობლოში.

1947 წლიდან ნაურუ გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორია, რომელზეც გრძელდებოდა დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ერთობლივი მართვა; ადმინისტრაციულ მართვას კვლავ ავსტრალია ახორციელებდა. 1970-იანი წლების შუაში ყოველწლიურად მოიპოვებოდა და საექსპორტოდ იგზავნებოდა 2 მილიონ ტონამდე ფოსფორიტი სულ 24 მილიონ ავსტრალიურ დოლარად. 1927 წელს შეიქმნა მოსახლეობის მიერ არჩეული ბელადების საბჭო, რომელსაც დაეკისრა მხოლოდ შეზღუდული სათათბირო უფლებამოსილება. 1940-იან — 1950-იან წლებში კუნძულზე ჩამოყალიბდა მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის. 1951 წელს ბელადების საბჭო გადაკეთდა ნაურუს საბჭოს ადგილობრივ სამმართველოდ — სათათბირო ორგანოდ კოლონიალურ ადმინისტრაციასთან. 1966 წლისთვის შესაძლებელი გახდა ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი საბჭოების შექმნა, რომლებმაც უზრუნველყვეს ნაურუს შიდა თვითმმართველობა. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1968 წლის 31 იანვარს.

1960-იანი წლების დასასრულს — 1970-იანი წლების დასაწყისში ამერიკის წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიაზე გამოითქვა წინადადება ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესახებ მიკრონეზიის ტერიტორიაზე და პოლინეზიის კუნძულების ნაწილზე, რომლის შემადგენლობაში უნდა შესულიყო ნაურუც. მაგრამ ამ გეგმებს არ ეწერა განხორციელება, ხოლო თვითონ სამეურვეო ტერიტორია დაიშალა ოთხ სახელმწიფოდ — მარშალის კუნძულები, პალაუ, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები და მიკრონეზიის ფედერაციული შტატები.

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაურუს ადმინისტრაციული რუკა

ნაურუს რესპუბლიკა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ შედგება 14 რაიონისაგან:

რაიონი ძველი
დასახელება
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2005)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
სოფლების
რაოდენობა
1 აივო აიუე 1,00 1092 1092,00 8
2 ანაბარი ანებვორი 1,43 502 351,05 15
3 ანეტანი ანეტანი 1,00 516 516,00 12
4 ანიბარი ენიბოდი 3,14 160 50,96 17
5 ბაიტი ბაიდი 1,23 572 465,04 15
6 ბოე ბოი 0,66 795 1204,55 4
7 ბუადა არენიბოკი 2,66 716 269,17 14
8 დენიგომოდუ დენიკომოტუ 1,18 2827 2395,76 17
9 ევა ეუა 1,17 318 271,79 12
10 იუვი იუბი 1,12 303 270,54 13
11 მენენგი მენენი 2,88 1830 635,42 18
12 ნიბოკი ენიბეკი 1,36 432 317,65 11
13 უაბო უებოი 0,97 335 345,36 6
14 იარენი მოკუა 1,50 820 546,67 7
ნაურუ ნაოურო 21,30 11 218 526,67 169

რაოდენობა და განლაგება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ოქტომბრის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ნაურუს რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10 084 ადამიანს, მათ შორის 5105 მამაკაცი და 4979 ქალი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 473,43 ად. კმ²-ზე.

1968 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3 ათას ადამიანს.

შობადობა ნაურუზე ფასდება 24,47 1000 ადამიანზე, სიკვდილიანობა — 6,65 1000 ადამიანზე, მოსახლეობის ბუნებრივი მატება — 1,781 %.[16] ჩვილთა სიკვდილიანობა 2007 წელს ფასდება 9,6 ადამიანი 1000 ახალდაბადებულზე.

2007 წელს 15 წლამდე ბავშვთა წილი შეადგენდა 37,8 %-ს (3813 ად.), მოზრდილი მოსახლეობის 15-დან 60 წლამდე — 59,3 % (5983 ად.), 60 წელზე უფროსი — 2,9 % (287 ად.)[2]. მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 2011 წელს შეადგინა 65 წელს, ქალების — 75 წელს.[2]

კუნძულზე ოფიციალური დედაქალაქი და ქალაქები არ არსებობს. პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს მენენგის რაიონში, ხოლო სამთავრობო დაწესებულებები და პარლამენტი — იარენის რაიონში. კუნძულის მთელი მოსახლეობა ცხოვრობს სანაპიროს გასწვრივ, ასევე ბუადას ტბის ირგვლივ.

ეთნიკური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუს მოსახლეობის დაახლოებით 94 %-ს (9313 ად.) შეადგენენ ქვეყნის ძირძველი მაცხოვრებლები — ნაურუელები[2]. ნაურუს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან წყნარი ოკეანის სხვა კუნძულების ჩამოსულები (ძირითადად კირიბატელები — 178 ად., ფიჯელები — 64 ად., სოლომონის კუნძულელები — 52 ად. და ტუვალუელები — 42 ად.) შეადგენენ 4 %-ს (336 ად.), ჩინელები — 1,5 %-ს (152 ად.), ფილიპინელები — (42 ად.), ევროპელები — (28 ად.), სხვები — 70 ად.[2] ქვეყნის მოსახლეობის მაღალ წილს შეადგენენ საზღვარგარეთელი მოქალაქეები.

ნაურუული ენის საფუძველზე ნაურუელები მიეკუთვნებიან მიკრონეზიელ ხალხთა ჯგუფს, მაგრამ ამ ეთნოსის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო მიკრონეზიელებმა, არამედ პოლინეზიელებმა და მელანეზიელებმა.

ნაურუელები ლაპარაკობენ მიკრონეზიულ — ნაურუულ ენაზე. 1968 წლამდე ნაურუს რესპუბლიკა იყო ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ამიტომ ინგლისური ენა, ნაურუულთან ერთად, სახელმწიფო ენაა.

ნაურუული ენის დამწერლობა შეიქმნა დაახლოებით 100 წლის წინ ლათინური დამწერლობის საფუძველზე და შედგებოდა 17 ასოსაგან. შემდგომში სხვა ენების მნიშვნელოვანი გავლენის შედეგად, უპირველეს ყოვლისა გერმანულის, ტოკ-პისინის და კირიბატულის, ანბანი გაიზარდა 28 ასომდე. ამ მიკრონეზიული ენის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კათოლიკე მისიონერმა ალოის კაიზერმა, რომელმაც დაწერა ნაურუული ენის შესასწავლი წიგნი, ასევე ამერიკელმა (წარმოშობით გერმანიიდან) პროტესტანტმა მისიონერმა ფილიპ დელაპორტმა (Philip Delaporte).

რელიგიური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ნაურუში ძირითადად ცხოვრობენ ქრისტიანები. ნაურუელთა უმრავლესობა (60,5 % — 6098 ად.) პროტესტანტია, მათ შორის 35,2 % (3552 ად.) — კონგრეგაციონალისტები, რომელთაც აქვთ თავისი ეკლესიები რაიონებში მენენგი, ბუადა, ანაბარი და ნიბოკი, ასევე მთავარი ეკლესია აივოს რაიონში. ღმერთის ასამბლეის მიმდევრები — 12,8 % (1291 ად.), ნაურუს დამოუკიდებელი ეკლესიის მიმდევრები — 9,4 % (945 ად.). ქვეყანაში არსებობენ მეშვიდე დღის ადვენტისტების, ბაპტისტების და იეჰოვას მოწმეების მცირე ჯგუფები[2].

ნაურუს მოსახლეობის დაახლოებით 32,5 % (3278 ად.) კათოლიკეა[2], რომელთაც აქვთ საკუთარი ეკლესია იარენის რაიონში, ასევე სკოლა ევას რაიონში (კაიზერის კოლეჯი). მოსახლეობის დაახლოებით 5 % ბუდისტი და დაოისტია, 2 % — ბაჰაისტი. ნაურუელების მცირე ჯგუფი ნაურუს ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, რომელიც მოიცავს ღმერთ ეიჯებონგისა (Eijebong) და კუნძულის სულის ბუიტანის (Buitani) თაყვანისცემას.

მთავრობა ზღუდავს ზოგიერთი კონფესიის საქმიანობას, მაგალითად, მორმონების და იეჰოვას მოწმეების (რომელთა მიმდევრები ძირითადად ის უცხოელები არიან, რომლებიც მუშაობენ ნაურუს ფოსფატის კორპორაციაში). როდესაც 1979 წელს ნაურუ მოინახულა იეჰოვას მოწმეების მისიონერმა მარშალის კუნძულებიდან, ის დეპორტირებული იქნა.

1995 წელს შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. მაგალითად, ნაურუს მოქალაქეებმა მიიღეს სახლში ქადაგების უფლება.

სახელმწიფო სიმბოლოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა, გერბი, ჰიმნი და კონსტიტუცია მიღებულია და დამტკიცებულია 1968 წელს.

ნაურუ — დამოუკიდებელი რესპუბლიკაა.[17] 1968 წლის 29 იანვარს მიღებული კონსტიტუცია[18] (შესწორებები შევიდა 1968 წლის 17 მაისს), აწესებს ვესტმინსტერული სისტემის პარლამენტარიზმის რესპუბლიკური მართვის ფორმას[19], პრეზიდენტული რესპუბლიკის მართვის ფორმის ზოგიერთი ნიშნებით[20].

საკანონმდებლო ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა — 19 დეპუტატისაგან შემდგარი ერთპალატიანი პარლამენტი.[21] 2013 წლამდე დეპუტატთა რაოდენობა იყო 18. პარლამენტის წევრთა არჩევის წესი განსაზღვრულია ნაურუს კონსტიტუციით. არჩევნები საყოველთაოა; დეპუტატი შეიძლება გახდეს მხოლოდ 20 წელს მიღწეული ნაურუს მოქალაქე. თანამდებობაზე არჩევისას პარლამენტის დეპუტატები იღებენ ფიცს. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ვადაა — 3 წელი. უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეიძლება შეწყდეს სპიკერის მიერ ქვეყნის პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ პარლამენტის დათხოვნისას.

თავის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრები ირჩევენ სპიკერს და მის მოადგილეს, რის შემდეგაც თავისივე შემადგენლობიდან ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს.

აღმასრულებელი ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი. 2013 წლის 11 ივნისიდან ექსპერიმენტის სახით ქვეყნის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება გაემიჯნა პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები. პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის არჩევის წესი განსაზღვრულია ნაურუს კონსტიტუციით. პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ პარლამენტის წევრი. არჩევნები ტარდება ნაურუს პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე. პრეზიდენტობის კანდიდატი არჩეულად ითვლება ხმების უბრალო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაა — 3 წელი, თანაც ერთი პირს არ შეუძლია ერთდროულად ეკავოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრის თანამდებობა. ვადის გასვლამდე უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს გადადგომის, ჯანმრთელობის გაუარესობის გამო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების უუნარობის ან იმპიჩმენტის გამო. პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა უნდა მისცეს პარლამენტის დეპუტატების ნახევარზე მეტმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემდეგ ინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტის იმპიჩმენტზე პარლამენტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თუ შვიდი დღის განმავლობაში ახალი პრეზიდენტი არ აირჩა, პარლამენტი ავტომატურად დაიშლება.

პრეზიდენტი პარლამენტის შემადგენლობიდან ადგენს მინისტრთა კაბინეტს, რომელიც შედგება არაუმეტეს 6 და არანაკლებ 5 მინისტრისგან (პრეზიდენტის ჩათვლით). მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პარლამენტის წინაშე. კანონით დადგენილი წესების თანახმად, პრეზიდენტი აწესებს საგანგებო მდგომარეობას, წყვეტს შეწყალების საკითხებს, ნაურუს უზენაეს სასამართლოში ნიშნავს მოსამართლეებს, საოლქო სასამართლოებში რეზიდენტ-მაგისტრატებს (უზენაესი მოსამართლის თანხმობით).

სასამართლო ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუში სასამართლო ხელისუფლება მთლიანად დამოუკიდებელია. ქვეყანაში მოქმედებს საერთო სამართალი — სასამართლო სისტემა, რომელშიც სამართლის წყაროდ მიჩნეულია სასამართლო პრეცედენტი. საერთო სამართლისა და 1971 წელს მიღებული კანონების შესახებ აქტის (ინგლ. Adopted Laws Act 1971) თანახმად, ნაურუული ტრადიციების ნაწილი, პრაქტიკა და ინსტიტუტები შეადგენენ ნაურუს სამართლის სისტემას.[20]

სასამართლო ორგანოების ნაურუული სისტემა შედგება უზენაესი სასამართლოსაგან, სააპელაციო სასამართლოსაგან, საოლქო სასამართლოსაგან და საოჯახო საქმეების სასამართლოსაგან. ნაურუს მიწადმოქმედების კომიტეტის შესახებ (ინგლ. Nauru Lands Committee Ordinance) გამოცემული ბრძანების თანახმად, ქვეყანაში მოქმედებს მიწადმოქმედების კომიტეტები, რომლებიც წყვეტენ მიწაზე სადავო საკითხებს და აქვთ უფლება გადასცენ აპელაციები ნაურუს უზენაეს სასამართლოს.

ნაურუს კონსტიტუციის 48-ე თავში დაარსებულია ნაურუს უზენაესი სასამართლო, რომელიც შედგება უზენაესი მოსამართლისაგან და მოსამართლეთა ჯგუფისგან. უზენაესი მოსამართლე, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები, ინიშნება ნაურუს პრეზიდენტის მიერ. ნაურუს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ინიშნებიან მხოლოდ ნაურუს რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც არა ნაკლებ 5 წელი მუშაობდნენ ბარისტერებად ან სოლისიტორებად ქვეყნის ტერიტორიაზე, და რომელთა ასაკი არ აღემატება 65 წელს.

ბევრ საკითხებში უმაღლესი სასამართლო ინსტანცია ავსტრალიის უზენაესი სასამართლოა.[18]

ნაურუს საარჩევნო ოლქები

ნაურუს რესპუბლიკის ტერიტორია დაყოფილია 8 საარჩევნო ოლქად.

საარჩევნო ოლქი ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ადგენენ საარჩევნო ოლქებს პარლამენტში წარმომადგენელთა რაოდენობა საარჩევნო ოლქიდან
აივო აივო 2
ანაბარი ანაბარი, ანიბარი, იუვი 2
ანეტანი ანეტანი, ევა 2
ბოე ბოე 2
ბუადა ბუადა 2
მენენგი მენენგი 2
უბენიდი ბაიტი, დენიგომოდუ, ნიბოკი, უაბო 4
იარენი იარენი 2

აქტიური საარჩევნო უფლება აქვს ნაურუს ყველა 20 წელზე უფროს მოქალაქეს. არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა: არჩევნების დღეს საარჩევნო ოლქში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქალაქეები ჯარიმდებიან.[20]

პოლიტიკური პარტიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუში არსებობს 3 პოლიტიკური პარტია (ნაურუს დემოკრატიული პარტია, ნაოერო ამო და ცენტრის პარტია). მაგრამ, როგორც წესი, ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ისინი არიან უპარტიონი.

შეიარაღებული ძალები და პოლიცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუს რესპუბლიკაში არ არსებობს რაიმე ეროვნული შეიარაღებული ძალები. არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ავსტრალია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის განკარგულებაშია გასაწვევი ასაკის 3000 ნაურუელი. მათგან სამხედრო სამსახურისთვის ჯანმრთელობის მხრივ გამოსადეგია 2000-ზე ნაკლები ადამიანი.

შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ეროვნული პოლიციის მცირერიცხოვანი ფორმირებები. ნაურუში ყველაზე უფრო გავრცელებული დანაშაულია: ჩქაროსნული რეჟიმის დარღვევა, კერძო საკუთრების ხელყოფა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ველოსიპედების ქურდობა.

საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუს რესპუბლიკას აქვს სპეციალური სტატუსი ერთა თანამეგობრობაში, რომლის წევრიც იგი გახდა 1968 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. 1999 წლის მაისიდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით ნაურუ იყო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.[22] 1999 წლის 14 სექტემბერს ის გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 187-ე წევრი. ეს სახელმწიფო ასევე წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, აზიის განვითარების ბანკის (52-ე წევრი 1991 წლის სექტემბრიდან[18]), აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის რეგიონის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია.

ნაურუს რესპუბლიკას აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან. მისი ძირითადი პარტნიორები არიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ტაივანი, სამხრეთი კორეა, ახალი ზელანდია, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები და იაპონია.

2009 წლის 15—16 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკა გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) დამოუკიდებლობა, რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ.

ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ტაივანთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან, რომელიც დამყარებული იყოჯერ კიდევ 1980 წელს, და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან[23]. ნაურუს მაშინდელმა პრეზიდენტმა რენე ჰარისმა, ჰონგ-კონგში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რითაც ნაურუ აღიარებდა ჩინეთის მხოლოდ ერთ ხელისუფლებას — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კი თავის თავზე იღებდა ვალდებულებას გამოეყო ნაურუსათვის ფინანსური დახმარება 60 მილიონი აშშ დოლარის რაოდენობით, ასევე დაეხმარებოდა კომპანია General Electric-სთვის 77 მილიონი აშშ დოლარის ვალის გადახდაში[23].

ამას მოჰყვა ტაივანის მყისიერი რეაქცია: მან დაადანაშაულა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა в დოლარების დიპლომატიაში[23] და არ გამორიცხა შესაძლებლობა მოეთხოვა ნაურუს ხელისუფლებისათვის მისთვის ვალის გადახდა 12,1 მილიონი აშშ დოლარის რაოდენობით, რომელიც მოხმარდა ოტელის მშენებლობას მენენგში[24].

2005 წლის 9 მაისს მაჯუროში გაიმართა შეხვედრა ნაურუს პრეზიდენტ ლუდვიგ სკოტსა და ტაივანის პრეზიდენტ ჩენ შუიბიანს შორის. ამ შეხვედრიდან უახლოეს ხანში, 14 მაისს, ოფიციალურად განახლდა დიპლომატიური ურთიერთობა ნაურუსა და ტაივანს შორის, რამაც გაართულა ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან[25]. 31 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ნაურუსთან[26]. ტაივანი უწევს მნიშვნელოვან დახმარებას ნაურუს სოფლის მეურნეობაში, თევზჭერაში, ტურიზმში.

ურთიერთობა ავსტრალიასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობები ავსტრალიასთან, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ვაჭრობის სფეროში და ინვესტიციაში. ავსტრალიას ნაურუს რესპუბლიკაში ჰყავს გენერალური კონსული, ვიცე-კონსული და ავსტრალიის იმიგრაციის დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი.[19] ნაურუს რესპუბლიკას, თავის მხრივ, ჰყავს გენერალური კონსული მელბურნში.[27]

1993 წლის აგვისტოში ორივე ქვეყნის მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შეთანხმების თაობაზე (ინგლ. Compact of Settlement), რომელმაც დაამთავრა 1989 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი ნაურუსა და ავსტრალიას შორის გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მიწების რეაბილიტაციის თაობაზე, რომელზეც იმართებოდა ფოსფორიტების დამუშავება დამოუკიდებლობის მიღებამდე. შედეგად ავსტრალიამ გადაუხადა ნაურუს 57 მილიონი ავსტრალიური დოლარი და შეპირდა გამოუყოს კიდევ 50 მილიონი 20 წლის განმავლობაში.[19]

2001 წელს ორმხრივი ურთიერთობა გამყარდა შეთანხმებით, რომელიც ცნობილია როგორც „წყნარი ოკეანის შეთანხმება“. ნაურუ დათანხმდა მიეღო თავისთან ავსტრალიაში თავშესაფრის მძებნელთა მეთვალყურეობის ქვეშ მფარველობის ცენტრები, ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ. ეს შეთანხმება დამთავრდა 2007 წელს, კევინ რადის ავსტრალიის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, რამაც ნაურუში გამოიწვია შიში კუნძულის მომავალი შემოსავლების თაობაზე.[28] 2008 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ავსტრალიასა და ნაურუს შორის ყოფილი ეკონომიკური დახმარების მომავალთან დაკავშირებით კუნძულის განვითარების მიზნით. ნაურუს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრმა კირენ კეკემ განაცხადა, რომ მის ქვეყანას „არ უნდა დახმარება წყალობის სახით“.[29] 2008 წლის ივლისში ავსტრალიამ ვალდებულება აიღო მიეცა ნაურუსთვის 17 მილიონი დახმარების სახით შემდეგ ფინანსურ წელს.[30]

ნაურუ ასევე თანამშრომლობს ავსტრალიასთან რეგიონში კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებში, ნაურუს რესპუბლიკაში მდებარეობს ავსტრალიის იმიგრაციული ცენტრი.

დღეისათვის ავსტრალია ტაივანთან ერთად ნაურუს ერთ-ერთი ძირითადი დიპლომატიური და ეკონომიკური პარტნიორია.

ურთიერთობა ევროპის კავშირის ქვეყნებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის აგვისტოში ნაურუმ კირიბატისთან ერთად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა საფრანგეთთან, მას შემდეგ რაც მან ჩაატარა ბირთვული იარაღის გამოცდა ატოლებთან მორუროა და ფანგატაუფა საფრანგეთის პოლინეზიაში. მაგრამ 1997 წლის 15 დეკემბერს დიპლომატიური ურთიერთობა საფრანგეთთან აღდგა, რადგან საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა რეგიონში ბირთვული იარაღის გამოცდების შეწყვეტის შესახებ. ნაურუს პრეზიდენტმა კინზა კლოდუმარმა კი დადებითად შეაფასა საფრანგეთის მნიშვნელოვანი დახმარება მცირე ერებისადმი წყნარი ოკეანის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში.[31]

მთლიანობაში, ნაურუ მხარს უჭერს მეგობრულ ურთიერთობებს ევროპის კავშირთან. ევროპის ქვეყნები ამ წყნარი ოკეანის სახელმწიფოს ძირითადად ეხმარებიან ენერგეტიკის სფეროში.[32]

საერთო დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოსფორიტებით საკმაოდ მდიდარი ნაურუს რესპუბლიკა ერთ სულ მოსახლეზე არსებული შემოსავლით — 13 ათასი აშშ დოლარით 1970-იან — 1980-იან წლებში მიეკუთვნებოდა მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს. 1986 წელს მთლიანი ეროვნული პროდუქტი შეადგენდა 20 ათას აშშ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. კუნძულის ეკონომიკა მაშინ ბევრად იყო დამოკიდებული მუშა ძალის მოზიდვაზე უცხოეთიდან, უპირველეს ყოვლისა, მეზობელი კუნძულოვანი ქვეყნებიდან — კირიბატიდან და ტუვალუდან. იმ დროს ფოსფორიტების ექსპორტის ღირებულება ოთხჯერ აღემატებოდა იმპორტის ღირებულებას, ხოლო ძირითადი უცხოელი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი. უახლოეს პერიოდში ფოსფორიტების მარაგის გამოლევის გამო ერთადერთი სავალუტო შემოსავლების წყაროს დაკეტვის საშიშროებამ აიძულა ხელისუფლება ექსპორტიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაედო უცხოეთში უძრავ ქონებაში და სპეციალურ დაგროვების ფონდებში. მაგრამ, როდესაც ფოსფორიტების მარაგი თითქმის მთლიანად ამოიწურა, გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არასაკმარისად ზრუნავდა ქვეყნის მომავალზე.

ფოსფორიტების მოპოვებამ გამოიწვია დამანგრეველი ზემოქმედება კუნძულის ცენტრალური ნაწილის რელიეფზე და მცენარეულ საფარზე. 1989 წლისთვის ტერიტორიაზე, რომელსაც ეკავა დაახლოებით 75 %, მიმდინარეობდა ფოსფორიტების აქტიური მოპოვება, და ტყეების დაახლოებით 90 % განადგურდა (შენარჩუნდა მხოლოდ 200 ჰა მცენარეული საფარი). რაიმე ღონისძიებები მიწის რეკულტივაციაზე არ ჩატარებულა, და XX საუკუნის ბოლოსთვის ხმელეთის 80 %-მდე დაემსგავსა უდაბნოს, რომელიც გვაგონებს „მთვარის პეიზაჟს“.[33]

1989 წელს ნაურუს რესპუბლიკამ საჩივარი შეიტანა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ავსტრალიის მოქმედებაზე მისი მართველობის პერიოდში — და განსაკუთრებით მძიმე ეკოლოგიურ შედეგებზე ფოსფორიტების მოპოვების გამო. ავსტრალია იძულებული იყო გადაეხადა კომპენსაცია. მადანის გამოლევამ მოიტანა ასევე პოლიტიკური არასტაბილურობა — 1989 წლიდან 2003 წლამდე ქვეყანაში 17-ჯერ შეიცვალა მთავრობა.

1990-იან წლებში კუნძული ნაურუ გადაიქცა ოფშორულ ზონად. იქ დარეგისტრირდა რამდენიმე ასეული ოფშორული ბანკი, რომლებშიც ირიცხებოდა მილიარდობით ამერიკული დოლარები, მათ შორის რუსეთიდანაც. საერთაშორისო ორგანიზაციების (კრიმინალური კაპიტალის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთაშორისი კომისია) ზეწოლისა და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გამო ნაურუს რესპუბლიკა იძულებული იყო 2001 წელს შეეზღუდა, ხოლო 2003 წელს — აეკრძალა ოფშორული ბანკების მუშაობა და მიეღო ღონისძიებები ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

ნაურუს რესპუბლიკა ყიდდა უცხოელი მოქალაქეების პასპორტებს (ეგრეთ წოდებული „ინვესტორის პასპორტი“), მაგრამ უკანასკნელ წლებში ამ პრაქტიკაზე უარი თქვა.

2003 წლის დასაწყისში ნაურუზე განვითარდა მწვავე პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტობის პრეტენზია ჰქონდა ორ პიროვნებას: რენე ჰარისს და ბერნარდ დოვიიოგოს. არეულობის დროს დაიწვა პრეზიდენტის რეზიდენცია და გაითიშა სატელეფონო კავშირი. გარე სამყაროსთან კავშირი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა მხოლოდ პორტში შესული გემის საშუალებით, რომელსაც გააჩნდა თანამგზავრული ტელეფონი.

ქვეყნის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო წლებში შედგება ავსტრალიური დახმარებებისაგან. საკუთარ ტერიტორიაზე ავსტრალიაში მოხვედრის მსურველი დევნილების შენახვა ქვეყნის მთავარი შემოსავალია, რომელსაც აფინანსებს ავსტრალია.

კუნძულის სანაპირო ზოლში მოჰყავთ ბანანი, ანანასი, ნესვის ხე, მანგო, პურის ხე, ქოქოსის პალმა, რომლებიც ძირითადად მიდის ადგილობრივ ბაზარზე.

თევჭერის ინდუსტრია ნაურუზე ჯერ კიდევ იმყოფება ჩანასახობრივ მდგომარეობაში: ქვეყანაში სულ ორი მცირე თევზსაჭერი გემია, რომლებიც თევზს იჭერენ ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვის.[5] დაჭერილი თინუსის ნაწილი მიდის ექსპორტზე ავსტრალიაში და იაპონიაში, მაგრამ შემოსავლები ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა: 2001 წელს, მაგალითად, ექსპორტირებულია მხოლოდ დაახლოებით 600 კგ თინუსი კვირაში.[5] 2000 წელს ნაურუზე გაჩნდა პირველი თევზის ბაზარი, რომელიც ასევე სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფდა ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს.

ბოლო დროს ადგილობრივი ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი წყარო გახდა თევზჭერის უფლების ლიცენზიების გაცემა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 2000 წელს შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 8,5 მილიონი ავსტრალიური დოლარი. ამ სფეროში ძირითადი პარტნიორებია თავზსაჭერი კომპანიები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან, აშშ-დან და იაპონიიდან.

ნაურუზე ასევე ვითარდება აკვაკულტურა: მცირე ხელოვნურ წყალსატევებში ამრავლებენ თევზ ხანოსს (ლათ. Chanos chanos), რომელიც ძირითადად მიდის ადგილობრივ ბაზარზე.[34]

1980-იან წლებში ფოსფორიტების მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა (1985—1986 წლებში 1,67 მილიონი ტონიდან 2001—2002 წლებში 162 ათას ტონამდე) და 2003 წელს მთლიანად შემცირდა.[19] მაგრამ ფოსფორიტების მომპოვებული ავსტრალიური კომპანიის „Incitex Pivot“ ინვესტიციების დახმარებით სამთომომპოვებელი ინფრასტრუქტურა აღსდგა, და უკვე 2006 წლის სექტემბერში განახლდა ფოსფორიტების ექსპორტი. სავარაუდოდ, მისი პირველადი მარაგი სამყოფი უნდა იყოს 2009—2010 წლამდე.[19]

ქვეყანაში შემოაქვთ საკვები, საწვავი, მანქანები და მოწყობილობები, სამშენებლო მასალები, სამომხმარებლო საქონელი.

ავტოგზების სიგრძე ნაურუზე შეადგენს დაახლოებით 40 კმ-ს. გზების სიგრძე მყარი გრუნტით შეადგენს 29 კმ-ს, რომლიდანაც 17 კმ მდებარეობს სანაპიროს გასწვრივ. ფოსფორიტების მომპოვებელი რაიონებიდან სანაპიროსკენ გაყვანილია 12-კილომეტრიანი გზა მყარი საფარის გარეშე. კუნძულის სამხრეთით მდებარეობს ნაურუს საერთაშორისო აეროპორტი. ნაურუს ეროვნული ავიაკომპანიაა „Our Airline“, რომლის განკარგულებაშია ორი თვითმფრინავი „Boeing 737“.

ნაურუზე არსებობს რკინიგზა სიგრძით 3,9 კმ, რომელიც აკავშირებს კუნძულის ცენტრში არსებულ ფოსფორიტების მომპოვებელ რაიონებს პორტთან სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს და ოჯახების უმრავლესობა სარგებლობს პირადი სატრანსპორტო საშუალებებით. არსებობს საზღვაო კავშირი.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საფოსტო მარკები ნაურუზე გამოუშვეს 1916 წელს. ისინი წარმოადგენდნენ დიდი ბრიტანეთის მარკებს, რომელზეც დაბეჭდილი იყო სიტყვა NAURU.

ნაურუს ერთადერთი რადიოსადგური ეკუთვნის მთავრობას და ძირითადად გადმოსცემს „ავსტრალიის რადიოსა“ და BBC-ს პროგრამებს. კუნძულზე ასევე არსებობს სამთავრობო ტელევიზიაNauru TV“.

ნაურუზე არ არსებობს რეგულარული პრესის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. დრო და დრო გამოიცემა გაზეთიNauru Bulletin“ (ინგლისურ და ნაურუულ ენებზე), „The Visionary“ (ოპოზიციური პარტია „ნაოერო ამოს“ გაზეთი). ორ კვირაში ერთჯერ გამოდიან გაზეთები „Central Star News“ და „Nauru Chronicle“.[35]

1998 წლის სექტემბრიდან ნაურუზე გაჩნდა ინტერნეტი, მას წარმოადგენს კომპანია „CenpacNet“.[36][37] ამ კომპანიასთან ინტერნეტის მოხმარებაზე ხელმოწერილი მომხმარებლები სავარაუდოდ შეადგენენ ნაურუს ინტერნეტ-აუდიტორიის საერთო რაოდენობის მხოლოდ ნახევარს. ჯერ კიდევ 2001 წლის მაისში „CenpacNet-მა“ გაუშვა ექსპლოატაციაში რამდენიმე თანამედროვე ინტერნეტ-კაფე საკუთარი სავაჭრო მარკით. მასში მომხმარებლებს მიეცათ ინტერნეტში შესვლის შესაძლებლობა 5 აშშ დოლარად საათში. ამას გარდა, კაფეში შეიძლება დოკუმენტების სკანირება და ციფრული ფოტოს დამუშავება.

ნაურუს სატელეკომუნიკაციო სისტემა განვითარებულია საკმაოდ კარგად. ბევრ საზოგადოებრივ ტელეფონს აქვს პირდაპირი გასვლა საერთაშორისო სისტემა IDD-ზე, მაგრამ იმის გამო, რომ მომსახურება ხდება ავსტრალიური კომპანიების ქსელებით, გამავალი საერთაშორისო ზარები ხორციელდება ოპერატორების მეშვეობით. ბოლო დროს შეინიშნება კავშირების რეგულარული უწესივრობები, რადგანაც ამ ბაზრის მომსახურე უცხოური კომპანიები უარს აცხადებენ აწარმოონ მომსახურება თანხების გადახდამდე. სტანდარტ AMPS-ის მობილური კავშირი მოიცავს პრაქტიკულად მთელ კუნძულს. ადგილობრივი ქსელები არ შეეფარდება GSM-ის სტანდარტებს, ამიტომ, აუცილებლობის შემთხვევაში მუდმივი კავშირის შენარჩუნებაისთვის რეკომენდებულია ადგილობრივი ფორმატის ტელეფონების არენდა მობილური ოპერატორების ოფისებში.

ტურიზმი ნაურუზე შეზღუდულია ეკოლოგიური დაჭუჭყიანების მიზეზით, რომელიც შემორჩა ფოსფორიტების მოპოვების შემდეგ. ყველა მგზავრისაგან, რომლებიც ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას, იქვითება აეროპორტის ანაკრებელი თანხით 25 ავსტრალიური დოლარი, რომელსაც იხდიან იქვე აეროპორტში. გადასახადს არ იხდიან ბავშვები ასაკით 12 წლამდე, ეკიპაჟის წევრები, სატრანზიტო მგზავრები და პირები, რომელთაც ხელში აქვთ სპეციალური წერილობითი ნებართვა ნაურუს იუსტიციის სამინისტროდან.

ფულადი სისტემა და ფინანსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XXI საუკუნის დასაწყისში ნაურუს ხელისუფლება შეეჯახა ბევრ პრობლემას ფინანსების სფეროში, უპირველეს ყოვლისა, ფოსფორიტების ექსპორტის შემცირების გამო. შედეგად 2002 წელს ქვეყანამ ვერ შეძლო დროულად დაეფარა ვალი ზოგიერთი კრედიტორის წინაშე. მთავრობა აგრძელებს დაეყრდნოს ნაურუს ბანკის რესურსებს, რისი დახმარებითაც ცდილობს გადაწყვიტოს ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემები და როიალტის გადახდა.

ნაურუს ფულადი ერთეულია ავსტრალიური დოლარი. ინფლაციის დონე ქვეყანაში საკმაოდ მაღალია — 4 % 2001 წელს (ძირითადად ეს დაკავშირებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების და მისი ტრანსპორტირების ხარჯების ზრდით).[38] 2000 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 10 მილიონი ავსტრალიური დოლარი ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 18 %.[38] გაიზარდა სახელმწიფო ვალი — 2000 წელს მან შეადგინა 280 მილიონი ავსტრალიური დოლარი.[38]

ნაურუზე გადასახადი გაყიდვაზე არ იხდება, მაგრამ მთელ რიგ საქონელზე ვრცელდება საბაჟო გადასახადები, რომელთა გადახდის წესები პერიოდულად იცვლება. თამბაქოს პროდუქციაზე და ალკოჰოლზე გადასახადები არ ვრცელდება.

მაღაზიების სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — 09:00-დან 17:00-მდე, შაბათობით — 09:00-დან 13:00-მდე, მაგრამ ბევრი კერძო მაღაზია მუშაობს საკუთარი გრაფიკით.

ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური სახელმწიფო პროგრამების შედეგად, რომლის ძირითადი მიზანია მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესება და მუდმივი სანიტარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, ბოლო წლებში ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება. მიუხედავად ამისა ისეთი ნეკონტაგიოზური დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადება და კარცინომა, ასევე რესპირატორული დაავადებები, გახდა ადამიანთა სიკვდილის ძირითადი მიზეზი.[39] ნაურუს მოსახლეობა ძლიერ სიმსუქნეს განიცდის[40]. გაეროს მონაცემების თანახმად, ნაურუს უკავია პირველი ადგილი მსოფლიოში იმ ადამიანთა რაოდენობით, რომლებიც განიცდიან სიმსუქნეს[41]. 2003 წელს დიაბეტის გავრცელების დონე ნაურუს მოზრდილ მოსახლეობას შორის (30,2 %) ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში[39]. ნაურუში სიმსუქნის მიზეზები, როგორც სხვა უახლოესი ინდუსტრიული წარსულის მქონე რეგიონებში, დაკავშირებულია იაფი მაღალკალორიული საკვების, უპირველეს ყოვლისა ხორცის კონსერვების გავრცელებით[42].

ნაურუს ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა — კადრების პრობლემა, ამიტომ ქვეყნის მთავრობა ცდილობს მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი სპეციალისტი ამ სფეროში. ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება უფასოა. 1999 წლის ივლისში საერთო ტიპის ნაურუული საავადმყოფო (ინგლ. Nauru General Hospital) და ეროვნული ფოსფორიტების კორპორაციის საავადმყოფო (ინგლ. National Phosphate Corporation Hospital) გაერთიანდა ნაურუს რესპუბლიკის საავადმყოფოდ (ინგლ. Republic of Nauru Hospital), რომელშიც სულ ხუთი ექიმი მუშაობს. მძიმედ დაავადებულებს ძირითადად სამკურნალოდ აგზავნიან ავსტრალიაში.

1995—1996 წლებში ხარჯებმა ჯანდაცვაზე შეადგინა 8,9 მილიონი ავსტრალიური დოლარი, ანუ ქვეყნის მთელი ბიუჯეტის 8,9 %.[39] პროფესიონალი ექიმების დიდი ნაწილი არიან ექსპატრიატები[39].

განათლება ნაურუზე სავალდებულოა ბავშვებისათვის 6-დან 15 წლამდე (I—X კლასები). საგანმანათლებლო სისტემა ასევე შეიცავს 2 საფეხურს ადრეული ასაკის ბავშვებისათვის: სკოლამდელ (ინგლ. Pre-school) და მოსამზადებელ საფეხურებს (ინგლ. Preparatory School).

დაწყებითი განათლება წარმოადგენს სწავლას პირველი 6 წლის მანძილზე, ანუ ბავშვებისათვის ასაკით 6-დან 11 წლის ჩათვლით. სწავლის პირველი ორი წელი მიმდინარეობს იარენის რაიონის დაწყებით სკოლაში (ინგლ. Yaren Primary School), მესამე და მეოთხე — აივოს რაიონის დაწყებით სკოლაში (ინგლ. Aiwo Primary School), ხოლო მეხუთედან — ნაურუს კოლეჯში (ინგლ. Nauru College). დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ბარდება გამოცდები დაწყებითი განათლების მიღების დამადასტურებელი სერთიფიკატის მისაღებად (ინგლ. Nauru Primary Certificate).

შემდეგი საფეხურია — საშუალო სკოლა (VII—X კლასები სავალდებულო და XI—XII კლასები არასავალდებულო განათლება). 10 კლასის დამთავრების შემდეგ ბარდება გამოცდები საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი სერთიფიკატის მისაღებად (ინგლ. Nauru Junior Certificate). სწავლის გაგრძელების შემთხვევაში XII კლასის დამთავრების შემდეგ ბარდება გამოცდები სრული საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი სერთიფიკატის მისაღებად (ინგლ. Pacific Senior School Certificate).

უმაღლეს განათლებას ნაურუელები იღებენ საზღვარგარეთ, ძირითადად ავსტრალიაში. ნაურუში ასევე არსებობს სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის (ინგლ. University of the South Pacific) განყოფილება, რომელშიც ტარდება დაუსწრებელი სწავლის კურსები.

განათლება ნაურუზე უფასოა.

კუნძულ ნაურუს ადრეული კულტურის შესახებ მონაცემები საკმაოდ მცირედაა შემონახული: დასავლეთის სამყაროს ძლიერი გავლენის გამო ბევრი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები უკვე დავიწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ძველი ნაურუელების დამწერლობის უქონლობა უფრო აძნელებს ქვეყნის კულტურული სიმდიდრის შესწავლას.

კუნძულ ნაურუს კოლონიამდელი მოსახლეობის სოციალური ორგანიზება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაურუელთა ადრეული კულტურა დაფუძნებულია კუნძულზე მცხოვრები 12 ტომის კულტურაზე. ნაურუს ერთი საერთო ბელადი არ ჰყოლია, და თითოეულ ტომს ჰქონდა საკუთარი ისტორია. ტრადიციულად ტომები იყოფოდნენ გვარებად, და თითოეული ადამიანი იქ მიეკუთვნებოდა განსაზღვრულ კლასს: ტემონიბე (ნაურ. Temonibe), ემო (ნაურ. Emo), ამენენგამე (ნაურ. Amenengame) და ენგამე (ნაურ. Engame). ორი არაფრის მქონე კლასს ერქვა იტსიო (ნაურ. Itsio) და იტიორა (ნაურ. Itiora). ადამიანის რომელიმე კლასთან მიკუთვნების მთავარი ფაქტორი იყო დედის წარმოშობა. პრივილიგირებული მდგომარეობა ეკავა ტემონიბეს, რომლებსაც თევზაობის ნება ეძლეოდა და რომლებიც ფლობდნენ განსაზღვრულ მონაკვეთებს ზღვაზეც კი.

დასახლებების დიდი ნაწილი იმ დროს მდებარეობდა ზღვის ნაპირებზე, და მხოლოდ ზოგიერთი იყო განლაგებული ბუადას ტბის გარშემო. კუნძულელები ცხოვრობდნენ მცირე ნაკვეთებში, რომლებიც შედგებოდა ორი-სამი სახლისაგან. მათი უმრავლესობა ერთიანდება სოფლებად. სულ ნაურუზე იყო 168 სოფელი, გაერთიანებული 14 რაიონში, რომლებიც დღეისათვის ქმნის კუნძულის 14 ადმინისტრაციულ რაიონს.

ნაურუზე თითოეულ ოჯახს ეკუთვნოდა ნაკვეთი, ხოლო ზოგიერთს — ბუადას ტბასთან გუბეები სათევზაოდ. მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა მემკვიდრეობით.

ნაურუში ეროვნული სპორტული თამაშია ავსტრალიური ფეხბურთი. არსებობს ნაურუს ნაკრები ფეხბურთში, მაგრამ ის დღემდე არ არის აღიარებული არც ფიფას, არც ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ ქვეყანაში პროფესიონალი ფეხბურთელებისა და ფიფას ნორმების შესაბამისი სტადიონების არარსებობის გამო. მოთამაშეების ფორმის ფერია — ლურჯი ყვითელი განივი ხაზით. ეროვნული ნაკრების პირველი თამაში სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გაიმართა 1994 წლის 2 ოქტომბერს. ამ თამაშში ნაურუს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა სოლომონის კუნძულების ეროვნული ნაკრები ანგარიშით 2:1. ეს იყო დიდი გამარჯვება, რადგანაც სოლომონის კუნძულების ნაკრები ითვლებოდა აშკარა ფავორიტად (ისინი გახდნენ მელანეზიის თასის გამარჯვებულებები იმავე წელს). ქვეყანაში არსებობს რამდენიმე სპორტული მოედანი და სტადიონი: „ლინკბელტ ოვალი“ (მდებარეობს აიოვოს რაიონში, მაგრამ ის მნიშვნელოვნად დაძველდა და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს), მენენგის სტადიონი (აშენებულია 2006 წელს და იტევს 3500 მაყურებელს) და დენიგის სტადიონი.

საკმაოდ პოპულარულია ძალოსნობა, სოფტბოლი, კალათბურთი და ჩოგბურთი. ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა ძალოსნობას: ზუსტად ამ დისწიპლინაში ნაურუმ მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას. 1990 წელს თანამეგობრობის თამაშებზე ძალოსან მარკუს სტივენის სენსაციურ გამარჯვების შემდეგ ნაურუზე დაწესდა ნაურუს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. 1992 წელს მარკუს სტივენი გახდა პირველი ნაურუელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც გაიმართა ბარსელონაში. ოფიციალურად ნაურუ ოლიმპიურ მოძრაობაში მიიღეს 1996 წელს. ნაურუდან პირველი ოფიციალური ათლეტები გახდნენ მარკუს სტივენი, ჯერარდ გარაბვანი და კუინსი დეტენამო.

ნაურუს ყველაზე უფრო წარმატებული ჩოგბურთელები არიან დევიდ დეტუდამო და ანგელიტა დეტუდამო.

თარიღი დასახელება (ქართ.) დასახელება (ინგლ.)
1 იანვარი ახალი წელი New Year’s Day
31 იანვარი დამოუკიდებლობის დღე Independence Day
ცვალებადი დიდი პარასკევი Good Friday
ცვალებადი ნათელი ორშაბათი Easter Monday
ცვალებადი ნათელი სამშაბათი Easter Tuesday
17 მაისი კონსტიტუციის დღე Constitution Day
25 სექტემბერი ახალგაზრდობის დღე National Youth Day
26 ოქტომბერი ანგამის დღე Angam Day
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day
26 დეკემბერი საჩუქრების დღე Boxing Day

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. National Report on Population ad Housing. Nauru Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 9 June 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 მოსახლეობის აღწერა NATIONAL REPORT ON POPULATION AND HOUSING (census 2011)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 ნაურუს რესპუბლიკის მუდმივი მისია გაეროში დაარქივებული 2013-07-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  4. ნაურუს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. 2006 (ინგლისური)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 ნაურუს რესპუბლიკა. National Assessment Report დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  6. ნაურუს კლიმატი. 2007 (ინგლისური)
  7. 7.0 7.1 ნაურუს რესპუბლიკის მოხსენება დედამიწაზე კლიმატის შეცვლის საკითხების შესახებ (ინგლისური)
  8. 8.0 8.1 8.2 ნაურუს ისტორია. 2000 დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  9. ნაურუს განათლების დეპარტამენტის საიტი. 2007 დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  10. გერმანიის სამფლობელოების რუკა ოკეანეთში. 1920 (ინგლისური)
  11. uboat.net — Articles (ინგლისური)
  12. ნაურუს შესახებ შეთანხმება ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის. 1923 (ინგლისური)
  13. კრეისერი «კომეტი» დაარქივებული 2007-02-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) 2006
  14. კრეისერი «ორიონი» დაარქივებული 2014-08-10 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) 2006
  15. იაპონელთა მიერ მიკრონეზიის კუნძულების დაპყრობა. 1955 (ინგლისური)
  16. Central Intelligence Agency. (2011)Nauru. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
  17. ნაურუს კონსტიტუცია (ინგლისური) ნაწილი I
  18. 18.0 18.1 18.2 ნაურუს რესპუბლიკა დაარქივებული 1999-11-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) პოლიტიკური სისტემების მსოფლიო ენციკლოპედიიდან, III გამოცემა, ნიუ-იორკი
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 ავსტრალიის მთავრობა. საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი. ნაურუს რესპუბლიკა: ქვეყნის დახასიათება — 2007 წლის მარტი დაარქივებული 2014-10-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  20. 20.0 20.1 20.2 საერთაშორისო მოხსენება კორუფციის საკითხებზე. ნაურუ 2004 დაარქივებული 2011-10-17 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) С. 7
  21. ნაურუს კონსტიტუცია (ინგლისური) ნაწილი IV
  22. ერთა თანამეგობრობის საიტი (ინგლისური)
  23. 23.0 23.1 23.2 ჩინეთის და ნაურუს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  24. ნაურუმ გახსნა თავისი საელჩო ტაივანში დაარქივებული 2011-09-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  25. ნაურუ ისევ ტაივანთან ერთად დაარქივებული 2007-10-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  26. Chinese Ambassadors to Nauru (ინგლისური)
  27. ნაურუს საერთაშორისო ურთიერთობები დაარქივებული 2014-10-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  28. Nauru 'hit' by detention centre closure
  29. Saipan Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-28. ციტირების თარიღი: 2014-10-18.
  30. Nauru signs $US27-million aid deal with Australia
  31. ნაურუმ და საფრანგეთმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობა დაარქივებული 2011-12-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  32. ევროპის კავშირის ურთიერთობა ნაურუსთან დაარქივებული 2007-10-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  33. გარემოს შესწავლის სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონალური პროგრამა. ფოსფორიტების მოპოვების ზემოქმედება წყნარი ოკეანის კუნძულების ეკოსისტემაზე. — ახალი კალედონია, ნუმეა: სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისია, 1989 (ინგლისური)
  34. აკვაკულტურის განვითარების გეგმა ნაურუზე 2005—2010 წლების პერიოდში (ინგლისური)
  35. World Association of Newspapers. 2004 დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  36. ნაურუზე გაჩნდა ინტერნეტი. 1998 დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  37. კომპანია «CenpacNet Inc»-ის საიტი. 2007 (ინგლისური)
  38. 38.0 38.1 38.2 გაერო. ნაურუს სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები დაარქივებული 2007-12-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 ნაურუ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენება (ინგლისური)
  40. Mean age-standardized body mass index (BMI), kg/m2 Males aged 20 and over, 2008 (ინგლისური)
  41. ყოველი მეხუთე უკრაინელი განიცდის სიმსუქნეს— გაერო. «Украинская правда». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტატა: „რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ – იქ ამას განიცდის 70 %-ზე მეტი ადამიანი.“ ციტირების თარიღი: 2013-07-27.
  42. Spam at heart of South Pacific obesity crisis — Telegraph (ინგლისური)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: