მარჯნის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარჯნის კუნძულის მაგალითი

მარჯნის კუნძულიკუნძული, რომელიც წარმოიქმნება მარჯნული ნაგებობების ზედაპირზე მარჯნული კირქვების მექანიკური ნგრევისა და ცოცხალი მარჯნული კოლონიების პროდუქტებისაგან ტალღებისა და ზვირთცემის მოქმედების შედეგად.[1] მარჯნის კუნძულს მთლიანი ან გაწყვეტილი რგოლის ფორმით ატოლი ეწოდება. მარჯნის კუნძულების დიდი ნაწილი განლაგებულია წყნარ ოკეანეში. მარჯნის კუნძულები წარმოიქმნება რიფწარმომქმნელი ორგანიზმების მოქმედების შედეგად, რომელთა შორისაა ძირითადად მარჯნის პოლიპები და კირქვული წყალმცენარეები, გარდა ამისა, მარჯნის რიფების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას ღებულობენ ზღვის სხვა ორგანიზმებიც, მათ შორის: მოლუსკები, ღრუბლები, ფორამინიფერები და ზოგიერთი მწვანე წყალმცენარეები. ბევრ პატარა მარჯნის კუნძულს ზღვის დონიდან დაბალი სიმაღლე აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]