შინაარსზე გადასვლა

ალუბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალუბალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ალუბალი
ლათინური სახელი
Prunus cerasus (L. 1753)
სინონიმები
სია
    • Cerasus acida (Ehrh.) Borkh.
    • Cerasus austera (L.) Borkh.
    • Cerasus austera (L.) M.Roem.
    • Cerasus collina Lej. & Courtois
    • Cerasus fruticosa Pall.
    • Cerasus vulgaris Mill.
    • Druparia cerasus (L.) Clairv.
    • Prunus acida Ehrh.
    • Prunus aestiva Salisb.
    • Prunus austera (L.) Ehrh.
    • Prunus caproniana (L.) Gaudin
    • Prunus recta (Liegel) K.Koch
    • Prunus semperflorens Ehrh.

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) — მერქნიანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანია, კურკიანა.

ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავსლა იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს). ყოველწლიურად მაღალმოსავლიანი (დაახლოებით 10 ტ ჰა-ზე). ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჯავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი). ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ველური ფორმები არ გვხვდება. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს — ბუჩქოვანსა და ხისებრს. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ ნაყოფს მორელი ანუ გრიოტი ეწოდება). ცნობილია მათი გავრცელებული ჯიშები — ვლადიმირისა, ლიუბსკაია და სხვა. საქართველოში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლიუბსკაია. დარაიონებულია — ქართული ალუბალი და პოდბელსკი.

ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულსა და თიხნარ ნიადაგზე. ალუბლის მავნებლებია: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი. დაავადებებია: ნაყოფის სიდამპლე, კლასტეროსპორიოზი, ვერტიცილიოზი.