მარჯანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჯანი (მრავალმნიშვნელოვანი).
მარჯანი
Coral Outcrop Flynn Reef.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მსუსხავნი
კლასი: მარჯნის პოლიპები
ლათინური სახელი
Coral

მარჯანი — ზღვის უხერხემლოები მარჯნის პოლიპების კლასისა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპების კოლონიის ჩონჩხის მასალას. მარჯანის დიდი დაჯგუფება წარმოქმნის მარჯნის რიფებსა და მარჯნის კუნძულებს. მარჯანის ზრდა ხელსაყრელ პირობებშიც კი გრძივი მიმართულებით შეადგენს არა უმეტეს 1 სმ წელიწადში, ამიტომ საშუალო რიფის ფორმირებისთვის ასწლეულები იხარჯება, ხოლო კუნძულების შემთხვევაში ათასწლეულები. მარჯანი ახლოს ენათესავება აქტინიებს, თუმცა მათგან პრინციპულად განსხვავდება. მსოფლიო ოკეანეში ბინადრობს 6000-ზე მეტი სახეობის მარჯანი. საიუველირო საქმეში უფრო ხშირად გამოიყენება კეთილშობილი მარჯანი, რომლისაგანაც ამზადებენ სამკაულებს — მძივებს, სამაჯურებსა და სხვა.

ძველ ქართულ წყაროებში მარჯანს ზოგჯერ ძოწი და ძოწეული ეწოდება. მარჯნის მძივები და ამ ქვით შემკული სხვადასხვა ნივთი უკვე ბრინჯაოს ხანიდან გვხვდება საქართველოში. მისი მოხმარება მომდევნო პერიოდშიც ძალზე მიღებული ყოფილა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]