ლათინური დამწერლობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლათინური დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: რომანული ენები, გერმანიკული ენები, ფინურ-უგრული ენები, სლავური ენები, თურქული წარმოშობის ენები, აფრიკის ენები და აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ენები.
დროის პერიოდი: ძვ. წ. 400-დან დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: ქანაანური დამწერლობა
 ფინიკიური დამწერლობა
  ბერძნული დამწერლობა
   ძველი იტალიკური დამწერლობა
    ლათინური დამწერლობა
დობილი დამწერლობები: კირილიცა
კოპტური
რუნული
ISO 15924 კოდი: Latn
Latin alphabet.png
ლათინური დამწერლობის გავრცელებულობა მსოფლიოში

ლათინური დამწერლობა (რომაული ანბანი, ლათინურ ენაზე „abecedarium“ [აბეცედარიუმი]) — თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა. მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უგორული, სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.
ლათინური დამწერლობა 26 ასო-ნიშნისაგან შედგება. ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადასხვაგვარად წარმოითქმება. მათ ასევე სხვადასხვა სახელი გააჩნიათ. ზოგ ბგერათა გადმოსაცემად სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა ენაში.

მაგ. ბგერა "შ" არ არსებობს ლათინურ ენაში, რის გამოც შ-ბგერის მქონე სხვადასხვა ენაში ეს პრობლემა გადაწყვეტილია სხვადასხვაგვარად. "შ" ინგლისურში არის Sh,sh, ფრანგულში - Ch,ch, გერმანულში - Sch,sch, სერბულ-ხორვატულში - Š,š, პოლონურში - Sz,sz, ან Ś,ś, თურქულში - Ş,ş.

ანბანის სახელწოდებაც სხვადასხვაა ზოგ ქვეყანაში. მაგ.; სლავურ ქვეყნებში ლათინურ ანბანს "ლატინიცას", „ლატინკას“, ან უბრალოდ „აბე-ცე-და“-ს უწოდებენ.

ისტორია[რედაქტირება]

ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან, რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის ბერძნულის მიხედვით შექმნეს. ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო:

A B C D E F H I K L M N O P Q R S T V X Z

ნიშანი C გამოიყენებოდა -სა და -ს ჩასაწერად. ასო G მხოლოდ ქრ.შ.მდე 234 წელს დაამატეს. ძვ.წ I საუკუნეში დაამატეს ასო Y, y [ი ფსილონი, ანუ მოკლე ი] ბერძნულიდან შემოსული სიტყვებისთვის იქნა შემოტანილი და ზოგიერთ ენაში მას არა მოკლე ი-ს, არამედ ბერძნულ ი-ს, ანუ ი გრეკ-ს უწოდებენ. ასე მიიღეს 23 ასო-ნიშანი.