შინაარსზე გადასვლა

მორმონიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორმონთა ოთხი წიგნი
მორმონთა ოთხი წიგნი

მორმონიზმი (თვითსახელწოდება — „უკანასკნელი ჟამის წმინდანები“) — ჯოზეფ სმითის მიერ 1830 წელს დაარსებული რელიგიური მიმდინარეობა. მისი მიმდევრები ძირითადად ცხოვრობენ აშშ-ში ასევე, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, ევროპასა და ფილიპინებში. საერთო რაოდენობა 16 მილიონზე მეტი. მორმონიზმის მიხედვით ღმერთისაგან შთაგონებული სიტყვის ოთხი წყარო არსებობს: ბიბლია, მორმონთა წიგნი, დოქტრინები და აღთქმები და ძვირფასი მარგალიტი, რომელთაგან ყველაზე „სწორად“ ჯოზეფ სმითი მორმონთა წიგნს მიიჩნევდა, რომელიც თავად დაწერა 1830-წელს. მას ბევრი ადამიანი აკრიტიკებს, როგორც „ჭეშმარიტი“ რელიგიიდან გადახვეულს.

ჯოზეფ სმითი და მორონი
ჯოზეფ სმითი და მორონი

მორმონიზმის მიხედვით, 1823-წელს ჯოზეფ სმითს ნიუ იორკის შტატში ჰქონდა ხილვა. ამ დროს მას გამოეცხადა ანგელოზი სახელად მორონი, რომელმაც უთხრა მას ახლომდებარე ბორცვზე დამარხული გრავირებული ოქროს ფირფიტების შესახებ. ოთხი წლის შემდეგ მან გათხარა ეს ფირფიტები და 1830-წელს გადათარგმნა ისინი ინგლისურ ენაზე. ამ ფირფიტებში საუბარი იყო ისრაელიტებზე, მცხოვრებნი ქრისტეზე საუკუნეებით ადრე, რომლებმაც დატოვეს სამშობლო და გადასახლდნენ ამერიკაში და ასწავლიდნენ ძველ რელიგიას. სმითის თქმით: მან აღადგინა ეს ძველი და „ჭეშმარიტი“ რელიგია, რომლისგანაც წარმოიშვა სხვა ქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობები. ეკლესიის დაარსებიდან მალევე სმითი და მისი მიმდევრები გადავიდნენ ოჰაიოში სადაც, ეკლესიის ცნობილმა მქადაგებელმა სიდნი რიგდონმა მიიღო მორმონიოზმი. შემდეგ მისურის შტატში დაარსეს სიონი, თუმცა იქ მცხოვრებ არამორმონებთან მოუხდათ დაპირისპირება, რამაც მორმონთა ქონების განადგურება გამოიწვია. დაპირისპირებამ გამოიწვია ის, რომ 15000 მორმონმა დატოვა მისური და ილინოისში გადასახლდა სადაც, სმითმა დააარსა ქალაქი ნავუ 1939-წელს. იქ კომერციულმა წარმატებამ და მზარდმა პოლიტიკურმა ძალაუფლებამ, კვლავ გამოიწვია ადგილობრივებთან შეტაკება. სმითმა დაამარცხა არამორმონები, რამაც ამ უკანასკნელებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. მათ დაიჭირეს სმითი მისი ძმითურთ და მოკლეს 1844-წელს.

მორმონთა ეკლესია
მორმონთა ეკლესია

მორმონიზმის მიხედვით:

  • ღმერთი ყოველთვის იყო უმაღლესი არსება მაგრამ, ამ სტატუსს სწორი ცხოვრებითა და დიდი ძალისხმევით მიაღწია.
  • ღმერთს აქვს ხორციელი ფორმა.
  • ძველი მოსაზრებით (რომელსაც დღეს აღარ იზიარებენ) ადამი ღმერთი და იესოს მამაა.
  • მორმონთა აზრით იმქვეყნიურ სამყაროში ოთხი სხვადასხვა დონის სამეფოა, ესენია: ციური სამეფო, მიწიერი სამეფო, ხორციელი სამეფო და ბნელეთის სამეფო.
  • მორმონიზმი არ ცნობს სამებას არამედ, თვლის, რომ იგი სამი განსხვავებული ღმერთია.
  • მორმონები მისდევენ ცხოვრების მკაცრ წესს, რომელიც არ აძლევს მათ: ალკოჰოლის, ჩაის, ყავის ან თამბაქოს მოხმარების საშუალებას. მათთვის უმნიშვნელოვანესია ოჯახური ცხოვრება, ავტორიტეტების პატივისცემა და მისიონერობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორმონიზმი“-დან