ბარისტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარისტერი (ინგლ. barrister) — მაღალი რანგის ადვოკატი ინგლისში. ბარისტერის წოდება ენიჭება უმაღლესი იურიდიულ განათლების მქონე პირს, რომელიც სამი წელი ემზადებოდა ადვოკატთა რომელიმე კორპორაციაში (ე. წ. ინები) და ჩაბარებული აქვს გამოცდები სამართლის დისციპლინებში. ბარისტერს ყველა სასამართლოში გამოსვლის უფლება აქვს. საქმეებს საწარმოებლად იგი ჩვეულებრივ სოლისიტორთა მეშვეობით იღება, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს იღებს პირადად.

ლიტერატურა[რედაქტირება]