შინაარსზე გადასვლა

აზიის განვითარების ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიის განვითარების ბანკი (Asian Development Bank)
ტიპი რეგიონალური განვითარების ბანკი
დაფუძნდა 1966
სათავო ოფისი მანილა, ფილიპინები
მმართველი
ტაკეჰიკო ნაკაო (პრეზიდენტი)
მომხმარებელი 3,092 employees[1]
საიტი adb.org

აზიის განვითარების ბანკი (ინგლ. Asian Development Bank) — დაფუძნდა 1966 წელს. მიზნად ისახავს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, ამ რეგიონებში პირდაპირი სესხების გაცემასა და ტექნიკური დახმარების გაწევას.

ბანკის სათაო ოფისი მანილაში (ფილიპინები) მდებარეობს. მისი პრეზიდენტი 2013 წლის 28 აპრილიდან იაპონელი ტაკეჰიკო ნაკაოა[2].

საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 1965 წლის 21-ე სესიაზე დამტკიცდა შესაბამისი გადაწყვეტილება. აზიის განვითარების ბანკი, პირველ რიგში, აზია-წყნარი ოკეანის ზონაში სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი გახდა. უკვე 1966 წლის ბოლოს ფინანსურმა ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო[3].

აზიის განვითარების ბანკმა თავიდანვე გააერთიანა 31 ქვეყანა. მასში გაერთიანების უფლება აქვთ გაეროს წევრ ქვეყნებს. აზიის განვითარების ბანკის პირველი პრეზიდენტი იყო თაკეში ვატანაბე[3].

როდესაც მსოფლიომ პირველი ნავთობის ფასის შოკი განიცადა, აზიის განვითარების ბანკმა ხელი შეუწყო ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგორესურსების განვითარებას[3].

მეორე ნავთობის კრიზისის ფონზე ADB განაგრძობს მხარდაჭერას ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ პროექტებზე[3].

1982 წელს აზიის განვითარების ბანკმა გახსნა პირველი საველე ოფისი ბანგლადეშში, რათა საჭიროებისამებრ უზრუნველყოს თანამშრომლობა. ათწლეულის შემდეგ ბანკმა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა[3].

1995 წელს აზიის განვითარების ბანკმა გახდა პირველი მრავალმხრივი ორგანიზაცია, რომელსაც დაამტკიცა მმართველობითი პოლიტიკა ღარიბი ფენის დასახმარებლად[3].

ADB- ის გაწევრიანება გაფართოვდა ცივი ომის დასრულების შემდეგ რამდენიმე ცენტრალური აზიის ქვეყნების დამატებით[3].

1997 წლის შუა პერიოდში, სერიოზული ფინანსური კრიზისი მოხვდა რეგიონში. ბანკმა პროექტებისა და პროგრამების დახმარებით გააძლერა ფინანსური სექტორი და შექმნა სოციალური დაცვის ქსელი ღარიბი ფენის დასახმარებლად. ADB-მ დაუმტკიცა ყველაზე დიდი სესხი 4 მილიარდი დოლარის ოდენობით კორეის რესპუბლიკას და ამავე წელს დააფუძნა აზიის ვალუტის კრიზისის დახმარების დაწესებულება[3].

2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) ეპიდემიამ იფეთქა რეგიონში. აზიის განვითარების ბანკმა დაიწყო დახმარება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, რათა დახმარებოდა ქვეყნებს[3].

2004 წელს მომხდარი ცუნამის შედეგად ინდოეთში, ინდონეზიაში, მალდივებზე და შრი ლანკაში აზიის განვითარების ბანკმა გამოყო თანხა სტიქიური უბედურების ზარალის დასაფარად, რამაც შეადგინა $850 მილიონი[3].

2005 წელს პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენისთვის ბანკმა გამოყო 1 მილიარდი დოლარი[3].

2014 წლის აპრილში აზიის განვითარების ბანკმა დააარსა ოფისები მიანმარის ორ ქალაქში ნაი პი ტაუში და იანგონში. 2014 წლის მაისში დაგეგმილი იყო ADB-ის ორი ძირითადი ფონდის, აზიის განვითარების ფონდისა და მისი კაპიტალის რესურსების ერთანეთთან დაკავშირება[3].

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აზიის განბითარების ბანკის წილის კაპიტალი 147.55 მილიარდი დოლარი იყო[4]. ყველაზე მსხვილი აქციონერები იყვნენ: იაპონია (15,51%), აშშ (15.51%), ჩინეთი (6.45%), ინდოეთი (6.34%), ავსტრალია (5.79%), ინდონეზია (5,45 %), კანადა (5.24%), სამხრეთი კორეა (5.04%) და გერმანია (4.33%)[5].

2015 წლის 20 აგვისტოს, აზიის განვითარების ბანკმა ყაზახეთისთვის 1 მილიარდი დოლარის სესხი დაამტკიცა[6].

2014 წლისთვის სესხების საერთო რაოდენობამ 22.9 მილიარდი დოლარი შეადგინა[6].

ინვესტირების პრიორიტეტული სფეროებია — ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, საფინანსო სექტორი.

სესხები გაიცემა ორი ფონდიდან: ჩვეულებრივი და განსაკუთრებული. პირველი განკუთვნილია კომერციულ პირობებზე და მოკლევადიანი პერიოდისთვის კრედიტის გაცემაზე, ძირითადად 15-25 წლის განმავლობაში. სპეციალური ფონდი განკუთვნილია გრძელვადიანი კრედიტებისთვის — 25-40 წელზე, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით (1-3%). საშემოსავლო ფონდიდან სესხის საშეღავათო პერიოდი 3-5 წელია, ხოლოსპეციალური ფონდიდან 10 წელი.

2006 წელს ბანკმა გადაწყვიტა შექმნას „აზიის სავალუტო ერთეული“ AMU, რომელიც ასახავს რეგიონის 13 ქვეყნის ფულადი ერთეულების აქციებს და, შესაძლოა, დროის განმავლობაში, ევროს აზიური ანალოგიც გახდეს.

ორგანიზაციის მთავარი ორგანო მმართველი საბჭოა, რომლის კომპეტენციაში შედის დირექტორთა საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობა, მისი წევრების არჩევა. მმართველი საბჭო შედგებააზიის განვითარების ბანკის თითოეული წევრის დელეგირებული წარმომადგენლებისგან. ყოველი ხუთი წლის განმავლობაში ბანკის ძირითადი ორგანო ირჩევს პრეზიდენტს. თავად პრეზიდენტი, ისევე, როგორც დირექტორთა საბჭოს თორმეტი წევრიდან რვა უნდა წარმოადგენდნენ აზიის რეგიონს. ეს პირობა სავალდებულოა და დადგენილია ქარტიაში[7].

ორგანიზაციის არსებობის მანძილზე მისი პრეზიდენტები იაპონელები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მათ დიდი როლი ეკისრებათ აზიის განვითარების ბანკში[8].

სახელი თარიღი ეროვნება
თაკეში ვატანაბე 1966–1972 იაპონიის დროშაიაპონელი
შირო ინოუე 1972–1976 იაპონიის დროშაიაპონელი
ტაროიჩი იოშიდა 1976–1981 იაპონიის დროშაიაპონელი
მასაო ფუჯიოკა 1981–1989 იაპონიის დროშაიაპონელი
კიმისამა ტარუმიზუ 1989–1993 იაპონიის დროშაიაპონელი
მიცუო სატო 1993–1999 იაპონიის დროშაიაპონელი
ტადაო ჩინო 1999–2005 იაპონიის დროშაიაპონელი
ჰარუჰიკო კუროდა 2005–2013 იაპონიის დროშაიაპონელი
ტაკეჰიკო ნაკაო 2013– იაპონიის დროშაიაპონელი

რეგიონალური წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ავსტრალიის დროშაავსტრალია (1966) ავღანეთის დროშაავღანეთი (1966) სომხეთის დროშასომხეთი (2005) აზერბაიჯანის დროშააზერბაიჯანი (1999)
ბანგლადეშის დროშაბანგლადეში (1973) ბჰუტანის დროშაბჰუტანი(1982) ბრუნეის დროშაბრუნეი (2006) ვანუატუს დროშავანუატუ (1981)
ვიეტნამის დროშავიეტნამი (1966) ჰონგ-კონგის დროშაჰონგ-კონგი (1969) საქართველოს დროშასაქართველო (2007) ინდონეზიის დროშაინდონეზია (1966)
ინდოეთის დროშაინდოეთი (1966) ყაზახეთის დროშაყაზახეთი (1994) კამბოჯის დროშაკამბოჯა (1966) კირიბატის დროშაკირიბატი (1974)
ჩინეთის დროშაჩინეთი (1986) ყირგიზეთის დროშაყირგიზეთი (1994) ლაოსის დროშალაოსი (1966) მალაიზიის დროშამალაიზია (1966)
მალდივის დროშამალდივის რესპუბლიკა  (1978) მარშალის კუნძულების დროშამარშალის კუნძულები(1990) მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშამიკრონეზია (1990) მონღოლეთის დროშამონღოლეთი (1991)
მიანმარის დროშამიანმარი (1973) ნაურუს დროშანაურუ (1991) ნეპალის დროშანეპალი (1966) ახალი ზელანდიის დროშაახალი ზელანდია (1966)
კუკის კუნძულების დროშაკუკის კუნძულები (1976) სამოის დროშასამოა (1966) სინგაპურის დროშასინგაპური (1966) სოლომონის კუნძულების დროშასოლომონის კუნძულები (1973)
პაკისტანის დროშაპაკისტანი (1966) პალაუს დროშაპალაუ (2003) პაპუა-ახალი გვინეას დროშაპაპუა - ახლაი გვინეა (1971) ტაჯიკეთის დროშატაჯიკეთი (1998)
ტაილანდის დროშატაილანდი (1966) ჩინეთის რესპუბლიკის დროშაჩინეთის რესპუბლიკა(1966) ტონგის დროშატონგა (1972) ტუვალუს დროშატუვალუ (1993)
თურქმენეთის დროშათურქმენეთი (2000) უზბეკეთის დროშაუზბეკეთი (1995) აღმოსავლეთ ტიმორის დროშააღმოსავლეთი ტიმორი (2002) ფილიპინების დროშაფილიპინები (1966)
ფიჯის დროშაფიჯი (1970) შრი-ლანკის დროშაშრი-ლანკა (1966) სამხრეთ კორეის დროშასამხრეთი კორეა (1966) იაპონიის დროშაიაპონია (1966)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ADB Annual Report 2016. Asian Development Bank.
  2. New ADB President Takehiko Nakao Assumes Office
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 ADB History
  4. 2015 ANNUAL REPORT
  5. ANNUAL REPORT 2015
  6. 6.0 6.1 ADB $1 Billion Loan to Help Kazakhstan Counter Economic Slowdown
  7. Структура АБР
  8. Азиатский банк развития