კაროლინის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Caroline Islands | |
---|---|
კაროლინის კუნძულები | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 06°03′ ჩ. გ. 147°05′ ა. გ. / 6.050° ჩ. გ. 147.083° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 936 |
მთავარი კუნძული | პონპეი |
ფართობი | 1160 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 791 მ |
მიკრონეზიის ფედერაციული შტატები პალაუ | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 125 000 (2010) |
სიმჭიდროვე | 107,759 ად. /კმ² |
კაროლინის კუნძულები (ინგლ. Caroline Islands, ესპ. Carolinas Islas; სახელი დაერქვა ესპანეთის მეფის კარლ II-ს პატივსაცემად) — არქიპელაგი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მიკრონეზიაში. აშშ-ისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ არქიპელაგის კუნძულებზე გაჩნდა ორი სახელმწიფო: მიკრონეზიის ფედერაციული შტატები და პალაუ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიპელაგი შედგება 936 ცალკეული ან ჯგუფებისაგან შემდგარი ვულკანური კუნძულებისაგან ან ატოლებისაგან, რომლებიც მდებარეობენ 1-10° ჩ. გ. და 131—163° ა. გ. შორის. ხმელეთის ფართობია დაახლოებით 1160 კმ². მსხვილი კუნძულები და კუნძულთა ჯგუფებია: პალაუ (ბაბელდაობის კუნძული, 391 კმ²), იაპის კუნძულები (105 კმ²) — დასავლეთის ჯგუფი; სენიავინის კუნძულები (კუნძული პონპეი, 334 კმ²), ჩუუკის კუნძულები (100 კმ²), კოსრაეს კუნძულები (110 კმ²) — აღმოსავლეთი ჯგუფი.
ყველა დიდი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა (სიმაღლე 791 მეტრამდე), გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. დასავლეთის ჯგუფის კუნძულები მიეკუთვნება კუნძულოვანი გარშემოწირულობის სისტემას და განიცდის მუდმივ თანაბარ ამოწევას; აღმოსავლეთის ჯგუფის კუნძულები ჩამოყალიბებულია ოკეანის ფსკერზე. ფოსფატების საბადოები ორგანული წარმოშობისაა. კლიმატი ეკვატორული და სუბეკვატორულია. ნალექები 2250 მმ-დან 3000-4500 მმ-მდე და 6000 მმ (კუნძულ კოსრაეს მთებში) წელიწადში. კაროლინის კუნძულები ტაიფუნების ჩასახვის რაიონია (საშუალოდ 25 წელიწადში), რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ხდება (ხშირად — ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, მაქსიმუმით სექტემბერში). ვულკანურ კუნძულებზე — პანდანუსის მარადმწვანე ტროპიკული ტყეები. მთის ფერდოებზე — ტენიანი მარადმწვანე ტყეები გვიმრებით; ბამბუკი ქმნის მათ ზედა საზღვარს; გვალვიან ფერდოებზე — სავანა; მარჯნის კუნძულებზე ჭარბობს ქოქოსის პალმა და პანდანუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპელების მიერ კუნძულების კოლონიზაციის დაწყების მომენტისთვის ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა პირველყოფილი საზოგადოების დაშლის სტადიაში. საზოგადოება იყოფოდა თავისი მდგომარეობით მთელი რიგ არათანაბარუფლებიან სოციალურ ჯგუფებად. ზოგიერთ კუნძულოვან ჯგუფებში აღმოცენდა მსხვილი ტერიტორიული გაერთიანებები, თუმცა სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.
კაროლინის კუნძულები 1527 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალვარო საავედრამ (სხვა ვერსიით 1526 წელს კუნძულები მარშალის კუნძულებთან ერთად აღმოაჩინა ალონსო სალასარმა).
XVII წელს ესპანეთმა კაროლინის კუნძულები გამოაცხადა თავის სამფლობელოდ, მაგრამ არქიპელაგზე ფაქტობრივი კონტროლი არ დამყარდა. 1885 წელს კაროლინის კუნძულებზე თავისი პრეტენზიები განაცხადა გერმანიამ, ერთ-ერთ კუნძულზე აღიმართა გერმანიის დროშა. ესპანეთმა მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს და არბიტრად არჩეულმა პაპმა ლეო XIII-მ კუნძულები მიაკუთვნა ესპანეთს. 1899 წელს გერმანიის იმპერიამ იყიდა კაროლინის კუნძულები ესპანეთისგან.
პირველი მსოფლიო ომის დროს 1914 წელს კუნძულები დაიპყრო იაპონიის იმპერიამ, ომის დამთავრების შემდეგ ვერსალის შეთანხმებით კუნძულები გადაეცა იაპონიას სამანდატო ტერიტორიის სახით. იაპონელებმა აქ შექმნეს მსხვილი შაქრის პლანტაციები, აქტიურად ტარდებოდა იაპონელების გადასახლების პოლიტიკა კაროლინის კუნძულებზე. იაპონელების მიერ ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილირება.
მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები დაიკავა აშშ-მა, რომელიც 1947 წლიდან მართავდა მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიების შემადგენლობაში. 1978 წელს კაროლინის კუნძულებმა მიიღო «აშშ-თან თავისუფლად ასოცირებული ტერიტორიის» სტატუსი (შეთანხმებას ხელი მოეწერა 1982 წელს).
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაროლინის კუნძულების მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 125 000 ადამიანს (2010 წელი).
დროშა | გერბი | ქვეყანა | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
კუნძულების რაოდენობა | რუკა |
---|---|---|---|---|---|---|---|
მიკრონეზიის ფედერაციული შტატები | 702 | 102 843 (2010 წელი) | 146,50 | 608 | |||
პალაუ | 458 | 19 907 (2005 წელი) | 40,79 | 328 | |||
სულ | 1160 | 936 |
ეთნიკური შემადგენლობა, რელიგია და ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაროლინის კუნძულების ძირითადი მოსახლეობა — მიკრონეზიელების მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ლაპარაკობენ მალაიურ-პოლინეზიური ენების სხვადასხვა ენებზე. საერთო რაოდენობა — 67 000 ად. (1969 წლის შეფასება). მათ შორის ყველაზე დიდია (1969 წლის შეფასება) — ჩუუკელები (26 000 ად., კუნძულებზე ჩუუკი, ნომოი და სხვა), პონპეიელები (15 000 ად., კუნძულებზე პონპეი, პინგელაპი და სხვა), პალაუელები (12 000 ად., კუნძულ პალაუზე). რელიგიის მიხედვით კუნძულების უმრავლესობა ქრისტიანია (კათოლიკები და პროტესტანტები). ოფიციალური ენაა ინგლისური, თუმცა გამოიყენება ადგილობრივი ენებიც.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობას დაკავებულია მიწათმოქმედებით (მოჰყავთ ქოქოსის პალმა, შაქრის ლერწამი, ტარო, ბატატი), თევზჭერით, მეცხოველეობით.