სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), იგივე ვენერული დაავადებები — ინფექცია, რომელიც გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის/თანაცხოვრების დროს. დღეისათვის ცნობილია 30-ზე მეტი სგგი, მათგან ყველაზე გავრცელებულია სიფილისი, გონორეა (ტრიპერი), ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭი, მიკოპლაზმოზი, სოკოვანი ინფექცია, აივ/შიდსი და სხვა.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სგგი-ების უმეტესობა დაინფიცირებიდან 3-10 დღეში ავლენს სიმპტომებს და ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება ქალებსა და კაცებში[1]. ყველაზე ხშირ სიმპტომებს შორისაა:

  • წვის შეგრძნება შარდვის დროს;
  • სიწითლე სასქესო ორგანოების მიდამოებში;
  • გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, კანზე და ლორწოვან გარსებზე — მაგალითად, პირის ღრუში, საშოში;
  • გამონადენი;
  • ქავილი;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

აღნიშნული სიმპტომების არსებობა საკმარისი მიზეზია, რათა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გადაცემის გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი — ანალური, ვაგინალური, ორალური — განურჩევლად გენდერისა. შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), მაგრამ გადაცემის ეს გზა იშვიათია. შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა ვაგინალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს საშოში შეღწევა; ანალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს უკანა ტანში შეღწევა; ორალური; დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

თუ შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული არ არის, სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებურია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თუ ადამიანი დაინფიცირებულია ნებისმიერი სახის სგგი-თ, თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება.

რაც უფრო ადრე მიმართავს დაინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილია განკურნება და რაც მთავარია, თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს.

გართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხანდახან მიმდინარეობს ფარულად ანუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ იგი ინფიცირებულია რაიმე კონკრეტული დაავადებით. ნიშნები ჩნდება უკვე გართულებების პერიოდში. დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში, რაც ართულებს მკურნალობას დაავადება შეიძლება გადავიდეს შარდ – სასქესო სისტემაზე და გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში შეიძლება გახდეს უნაყოფობის ძირითადი მიზეზი შეადგენს იმ გინეკოლოგიური პრობლემების 40%, რომლებსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა (გინეკოლოგიური დაავადებები, ორსულობის შეწყვეტა, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა.შ) წარმოადგენს აივ-ისა და B ჰეპატიტის გადაცემის ერთ-ერთ რისკ - ფაქტორს.

თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.

თავდაცვის საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუდმივი ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
  • პრეზერვატივის გამოყენება ყველა სახის შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს;
  • პარტნიორების ერთდროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტური იქნება;
  • მკურნალობის დასრულებამდე სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება ან დროს კონდომის გამოყენება ყოველი სქესობრივი კონტაქტისას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!