ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია
იერსახე
| ოფკ OFC | |
|---|---|
|
| |
|
| |
| შეიქმნა | 15 ნოემბერი, 1966 |
| ტიპი | international sport governing body და არაკომერციული ორგანიზაცია |
| წევრები | 14 წევრი |
| ენა | ინგლისური |
| ქვეყანა | ახალი ზელანდია |
| თავმჯდომარე | Lambert Maltock |
|
| |
| oceaniafootball.com | |
ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია (ინგლ. Oceania Football Confederation) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს ოკეანეთში. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება თავისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. [1]
ოფკ დაარსდა 1966 წელს. 1996 წელს ფიფა-მ დაადასტურა ოფკ როგორც სრულფასოვანი კონფედერაცია და გამოყო მისთვის ადგილი თავის კომიტეტში.
2006 წლის 1 იანვარს ოკეანეთის კონფედერაცია დატოვა ავსტრალიის ნაკრებმა.
კონფედერაციის ამჟამინდელ წევრებს მხოლოდ ახალი ზელანდიის ნაკრებს უასპარეზია მსოფლიო ჩემპიონატზე. ორივე შემთხვევაში, 1982 და 2010 წლებში, ახალი ზელანდიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს.
წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამერიკის სამოის ფეხბურთის ფედერაცია
კუკის კუნძულების საფეხბურთო ასოციაცია
ფიჯის საფეხბურთო ასოციაცია
კირიბატის საფეხბურთო ასოციაცია 1
ახალი კალედონიის ფეხბურთის ფედერაცია
ახალი ზელანდიის საფეხბურთო ასოციაცია
ნიუეს საფეხბურთო ასოციაცია 1
პაპუა ახალი გვინეას საფეხბურთო ასოციაცია
სამოას ფეხბურთის ფედერაცია
სოლომონის კუნძულები ფეხბურთის ფედერაცია
ტაიტი ფეხბურთის ფედერაცია
ტონგას საფეხბურთო ასოციაცია
ტუვალუს საფეხბურთო ასოციაცია 1
ვანუატუს ფეხბურთის ფედერაცია
1 არ არის ფიფა-ს წევრი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია Soccerlens-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საერთაშორისო ფეხბურთი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |

