ზღვის ზღარბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვის ზღარბი

ზღვის ზღარბები (Echinoidea) — უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მათი 30 სმ-მდე სიგრძის სხეული ზურგ-მუცლისკენ შებრტყელებულია — ერთ პოლუსზე პირია, მეორეზე — ანალური ხვრელი. დაფარულია ფირფიტებით, რომლებზეც მოძრავი ნემსებია განვითარებული. ზოგ ზღვის ზღარბს საღეჭი პირის აპარატი (არისტოტელეს ფარანი) აქვს, რითაც ფხეკს წყალმცენარეებს ქვებიდან. დეტრიტით მკვებავებს საღეჭი აპარატი არა აქვთ.

ზღვის ზღარბები ფსკერის ცხოველებია, მცოცავი ან გრუნტში ჩაფლული. მოძრაობენ ამბულაკრული ფეხებისა და ნემსების საშუალებით. ცალსქესიანი ცხოველებია. ვითარდებიან მეტამორფოზით, ზოგი ცოცხალმშობია. თანამედროვე ზღვის ზღარბების ტიპი აერთიანებს 800-ზე მეტ სახეობას. ზოგი რეწვის ობიექტია (მისი ქვირითი იჭმება).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]