შინაარსზე გადასვლა

სურამის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სურამის წმინდა მარინეს ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის დასავლეთ ნაწილში, ყოფილ სოფელ ბუღაურის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,6 X 5,3 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს.