პატარა ხალების წმინდა გიორგის ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
პატარა ხალების წმინდა გიორგის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ პატარა ხალების დასავლეთით 3-4 კილომეტრზე, ნასოფლარ ღუდას სამხრეთით 200-300 მეტრზე, გორაკზე. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: კედლები შემორჩენილია 0,5 მეტრის სიმაღლეზე.
ეკლესია დარბაზულია (8,1 X 5,2 მ), ნაგებია დიდი ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი დასავლეთით ჰქონია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 440-441, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17639