მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტრის დასავლეთით ერთ კილომეტრზე, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ძეგლი დაზიანებულია.
ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა (14,7 X 12,5 მ), ნაგებია დიდი ზომის კირქვებით. მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე გაჭრილი ფართო და მაღალი სარკმელი გადახურულია მთლიან ქვაში გამოკვეთილი თაღით. სარკმლის მარცხნივ სამკუთხა ნიშია. ფასადებზე ქვების წყობა სწორხაზოვანი და ჰორიზონტალურია. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ კედელზე თაროთი და ოდნავ შეზნექილი სიბრტყით შედგენილი ქვიშაქვის ლავგარდნის ფრაგმენტია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 437.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17657