დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი
დაარსდა: 2010
დირექტორი: სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)
ტიპი: კერძო
მოსწავლე: 354[1]
მისამართი: ხაშური, რუსთაველის ქ. 2
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: info@samreklo.ge

წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (სრული სახელი - ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი) — სურამისა და ხაშურის ეპარქიის კერძო სკოლა ქალაქ ხაშურში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი დაარსდა 2010 წელს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით. სკოლაში ისწავლება ნუსხური, ფუნქციონირებს მედავითნეობის შემსწავლელი წრე.

სკოლაში სწავლობენ გობელინს, ხატვას, ხელოვნების ისტორიას. ფუნქციონირებს გალობის, მუსიკის, ცეკვის სტუდიები. პერიოდულად ხორციელდება შემოქმედებითი თუ შემეცნებითი პროექტები. ფუნქციონირებს ჭიდაობის და ჭადრაკის წრეები.

სკოლა განთავსებულია 4 სართულიან შენობაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მეთოდებით სწავლებისათვის საჭირო ყველა რესურსით: არის საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, უზრუნველყოფილია ინტერნეტით, ბიბლიოთეკით. სკოლაში არის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სპორტდარბაზი, სასადილო, სააქტო დარბაზი. ასწავლებელს ჰყავს ექიმი, ლოგოპედი. სკოლას ემსახურება 2 მიკროავტობუსი.[2]

2014 წლიდან სკოლას უძღვება ყოვლადუსამღველოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]