ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,1 X 5 მ), ნაგებია ქვიშაქვის თლილი კვადრებით და რიყის ქვით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია - შემორჩენილია აღმოსავლეთი კედელი ნახევარწრიული აფსიდით, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების ქვედა ნაწილი, ინტერიერში ცისფერი ტუფის პერანგის ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის თლილი ქვის წყობა. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 451, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17623