ლუბრუმის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუბრუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლუბრუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი — არქიტექტურული ძეგლი დგას ხაშურის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ლუბრუმის ტერიტორიაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,8X5,5 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. 1981-1982 წწ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა და რკინა-ბეტონის ბრტყელი სახურავით გადახურა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან ერთ მთლიან ქვაში ამოკვეთილი დაბალი თაღი აქვს. ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ორივე გვერდზე თითო პატარა ნიშია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედელში თითო სარკმელია. დარბაზის წყვილი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. პილასტრების პირველ საფეხურსა დ დასავლეთისა და აღმოსავლეთის კუთხის პილასტრების იმპოსტებს ეყრდნობოდა კედლის დეკორატიული თაღები, ხოლო გრძივი კედლების პილასტრების მეორე საფეხურს - კამარის საბჯენი თაღები.

XX საუკუნის დასასრულს ტაძარში აღდგენილ იქნა წირვა-ლოცვა, ხოლო 2007 წლიდან დედათა მონასტერია და ამჟამად მას დედა სიდონია უძღვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17628