ეკლესია ბერისა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ეკლესია ბერისა - არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის განაპირა უბანში, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (7,8x5,6 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის კირქვით. ეკლესია დანგრეულია - შემორჩენილია 0,8 მეტრის სიმაღლის კედლები და ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთის გვერდი მხართან ერთად. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთით ჰქონია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 425, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17711