დიდი სატივის სამების ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
დიდი სატივის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სატივის ჩრდილო-აღმოსავლეთით 500 მ-ზე. აშენებულია XIX ს-ის შუა წლებში.
ეკლესია დარბაზულია (10,4X6,16 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში და დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. ინტერიერში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჩასმულ მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა. დასავლეთ ფასადის კარის გასწვრივ კედელში ჩატანებულ ქვაზე — ჯვარი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 429, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 12203