თაგვეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თაგვეთის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთში, მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 300-400 მ-ზე, მუხნარში. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთის მხარე. ამჟამად ნაეკლესიარზე ახალი ეკლესია დგას. ეკლესია დარბაზულია (8X5,2 ) ეკლესიის მახლობლად აღმოჩნდა ქვიშაქვის ორნამენტირებული ფილა - ძველი ეკლესიის კანკელის ნაწილი. ფილაზე სიბრტყეში შეღრმავებით ორ გლუვ ლილვს შორის მოქცეული ჩუქურთმაა ამოკვეთილი. ორნამენტი შედგენილია ნასკვებით გადაბმული წრეებით, რომლებშიც ვარდულია ჩასმული. სტილისტური ნიშნებით ფილა IX-X სს-ით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]