დიდი ხავლეთის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
დიდი ხავლეთის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხავლეთში, მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7X4,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. ნახევარწრიულ აფსიდში ორი პატარა სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია სარკმლის წირთხლის ფრაგმენტი, ხოლო მიწიდან 1,8 მეტრის სიმაღლეზე - შეკიდული საბჯენი თაღის კრონშტეინი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 430.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17681