ნაბახტევის დედაღვთისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკლესია დედაღვთისა - ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის სამხრეთით ხელოვნურად მოვაკებულ ფერდობზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII-XIX სს-ით.

ეკლესია დარბაზულია (5X3,8 მ) ნაგებია ნატეხი ქვით და ქვიშაქვით, განახლებული ნაწილები, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონები და ჩრდილოეთ სარკმლის წირთხლები აგურითაა ამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს შიგნიდან სამი ქვისაგან შედგენილი ტრაპეციული გადახურვა აქვს, ხოლო გარედან არქიტრავული. ოთხკუთხა საკურთხევლის ბაქანი 0,5 მეტრითაა ამაღლებული. მის აღმოსავლეთ კედელში, რომელიც ბლაგვი კუთხით უერთდება ჩრდილოეთ კედელს, ერთ ვერტიკალზე ორი სარკმელია გაჭრილი, ქვედა თაღოვანია, ზედა - პატარა და კვადრატული. საკრთხევლის ჩრდილოეთ კედელში თაროა. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. დასავლეთ ფასადზე კარის არქიტრავზე გამოსახულია ჩაღრმავებული აყვავებული ჯვარი. ჯვრის მარჯვნივ სომხური წარწერაა, ხოლო მარცხნივ - სამი პატარა ჯვარი. ფასდის ზემო ნაწილშიც ერთი ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17653