ყელეთის წმინდა გიორგის ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
ყელეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ყელეთის სამხრეთით, გორაკზე, სასაფლაოზე.
ეკლესია დარბაზულია (11 X 6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა . ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. მის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში ბრტყელი ზღუდარით გადახურული ერთი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივპროფილიანი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. თაღის ქუსლთან მხოლოდ ჩრდილოეთის მარტივი იმპოსტებია შემორჩენილი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 430, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 7139
- ყელეთის წმინდა გიორგის ეკლესია[მკვდარი ბმული]