წრომის წმინდა მარინეს ეკლესია
წრომის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, წრომი-ახალსოფლის გზის მარჯვენა მხარეს, ფერდობზე. ნასოფლარ ბოსლეთის ტერიტორიაზე[1]. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,1 X 5,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ კედელშიც ერთი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 457.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17616
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 11, 18 მარტი, 2019, გვ., 3