ნადარბაზევის დედაღვთისა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ნადარბაზევის დედაღვთისა | |
![]() | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°59′14″ ჩ. გ. 43°43′37″ ა. გ. / 41.98722° ჩ. გ. 43.72694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | შიდა ქართლი |
რაიონი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ნადარბაზევი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვარი(ები) | უცნობია |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | IX-X სს |
სიგრძე | 8 |
სიგანე | 5 |
მასალა | ქვიშაქვა |
ნადარბაზევის დედაღვთისა - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევის სამხრეთ-დასავლეთით 1 კილომეტრზე, მთის კალთაზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8 X5 მ), ნაგებია ქვიშაქვით. ეკლესიას ერთი შესასვლელი დასავლეთით აქვს, მეორე საკურთხევლის კუთხესთან ახლოს გაჭრილი შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული ჩრდილოეთის შესასვლელი ამოქოლილია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმლის წირთხლების ფრაგმენტებია, რომლის გვერდებზე სწორკუთხა ნიშია. მათ ქვეშ კედელში დატანებულ სამალავებში შესასვლელი პატარა სწორკუთხა კარია გაჭრილი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 440, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17650