ტკოცის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტკოცის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცაში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ერთ კილომეტრზე.

ეკლესია დარბაზულია (9,8 X 7 მ) ეკლესია. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია ქვის დიდი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის გვერდებზე ღრმა ნიშებია. მსგავსი სარკმლებია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ეკლესიის კონქში სამი სარეზონატორო ქვევრია ჩადგმული დარბაზი გადახურულია აგურის ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პროფილირებულკაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, ქვაში ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი. მის ზემოთ სამი წრეა. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიდგმულია მაღალი სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]