დიდი თხინალას ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
დიდი თხინალას ღვთისმშობლის ეკლესია - არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თხინალას სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. ეკლესიის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. გეგმის კონტურის გარჩევა არ ხერხდება. ნაეკლესიარზე ამჟამად პატარა ნიში დგას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 428.