შინაარსზე გადასვლა

აძვისის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აძვისის სამების ეკლესია - არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აძვისში, მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 300-400 მეტრაზე. ეკლესია ნაგები იყო ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნანგრევები.