ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთხვის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, მაღალი მთის ფერდობზე, სასაფლაოზე.

ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,6 მ), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და ჩრდილოეთით (გადაკეთებულია ნიშად). აფსიდი არასრული ნახევარწრეა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე გვერდზე თითო თაღიანი ღრმა ნიშია. ორი სარკმელი სამხრეთითაა, ერთი - დასავლეთით, კედლის ზედა ნაწილში. მოხატულობიდან აფსიდის კონქში მხოლოდ მაცხოვრის გამოსახულების კვალი ჩანს.

ს ა მ რ ე კ ლ ო (3,5 X 3,5 მ) ეკლესიიდან სამხრეთით 20 მეტრზე იდგა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და აგურით. ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამოქცეული იყო გუმბათოვანი გადახურვა, შემორჩენილი იყო მხოლოდ სვეტები და მათზე გადაყვანილი აგურის შეისრული თაღები. სამრეკლოს აღმოსავლეთის და სამხრეთის ღიობები ამოშენებული იყო ნატეხი ქვით.

მონასტერს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 7232

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]