შინაარსზე გადასვლა

ყიფიანთუბნის ნაეკლესიარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყიფიანთუბნის ნაეკლესიარები, ამაღლების ეკლესიები — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიფიანთუბნის ძველ სასაფლაოზე. შემორჩენილია ორი ერთმანეთის გვერდით აგებული ეკლესიის ნაშთი. ჩრდილოეთით მდგომი ეკლესია უფრო ადრინდელია, ნაგები იყო რიყის ქვით. შემორჩენილია მისი ჩრდილოეთის კედელი და ნალისებრი აფსიდის ჩრდილოეთის გვერდი. მეორე ეკლესია სტილისტური ნიშნებით გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ნაგები იყო რიყის ქვითა და აგურით. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი, რომლის ღერძზე გაჭრილია ფართო სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ქვეშ ორი შეისრული ნიშია. ამ ეკლესიაში ოთხი საფლავის ქვა დევს. 1983 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესიების ნანგრევებზე დაიწყო ახალი შენობის აგება. ძველი ეკლესიების შემორჩენილი კედლები მოქცეულია ახალი ნაგებობის შიგნით.