წაღვლის წმინდა გიორგის ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
წაღვლის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში. წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 0,5 კ-ზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,15 X 6,15 მ), ნაგებია ქვიშაქვით და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში - ორი. ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებული იყო აფსიდის მაგვარი ეგვტერი, რომლის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია სვეტი, რომელზეც თაღები გადადიოდა; ეს თაღები ეკლესიის დარბაზს ჩრდილოეთ სათავსისაგან გამოყოფდა. მოგვიანებით ჩრდილოეთით თაღების ღიადები ამოუშენებიათ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 457, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 12210