ლაღიჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაღიჯვრის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ყელეთის სამხრეთ-დასავლეთით, გორაკზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,5 X 6 ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, შემორჩენილია კარის წირთხლის ნაწილი. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი შეისრული სარკმელი და ორი ასეთივე ნიშია. ერთი შეისრული სარკმელი დასავლეთითაა. სარკმლის ქვეშ თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად იყო დაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ორი მონაკვეთი, რომლებშიც თითო სარკმელია.

ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია სამრეკლო, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭე იყო. ამ სართულს სამხრეთით თაღოვანი შესასვლელი ჰქონია, შემორჩენილია მხოლოდ წირთხლის წყობა და თაღის ქუსლის ნაწილი. კარიბჭის აღმოსავლეთ კედელში ფართო ნიშია, დასავლეთ კედელში კი მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. პირველ სართულს აგურის კამაროვანი გადახურვა ჰქონია, შემორჩენილია მცირე ნაწილი. მეორე სართული აგებულია ქვიშაქვით. კვადრატულ ბაქანზე, იგი ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით იყო გახსნილი. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კუთხის სვეტები და თაღის ქუსლის ნაწილი ჩრდილო-დასავლეთის სვეტზე. ეკლესია დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით, რომლის ფრაგმენტი შემორჩენილია სამხრეთ და დასავლეთ კედელზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17697