წრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
წრომი
Church of Tsromi.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი წრომი
კოორდინატები 41°59′25″ ჩ. გ. 43°44′10″ ა. გ. / 41.99028° ჩ. გ. 43.73611° ა. გ. / 41.99028; 43.73611
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 316[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
წრომი — საქართველო
წრომი
წრომი — შიდა ქართლი
წრომი
წრომი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
წრომი

წრომისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, დიდი ყელეთი, დიდი ხავლეთი, იმერლიანთკარი, ნადარბაზევი, პატარა ყელეთი). ზღვის დონიდან 800 მეტრი, ხაშურიდან 15 კილომეტრი. სოფელში დგას VII საუკუნის ძეგლი წრომის ტაძარი. გარდა ამისა სოფელშივეა წმინდა მარინეს ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 316 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 443 221 222
2014[1] Decrease2.svg 316 153 163

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წრომი (წრომისაი) ფრინველის სახელია და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მიხედვით, „იგივეა რაც ჭოტი”. წრომი ადრინდელ და განვითარებულ ფეოდალურ ხანაში გარკვეულ კულტურულ როლს თამაშობდა ქვეყნის ცხოვრებაში, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია (დაბაა) ქართლის დასავლეთით. ერთ-ერთი დოკუმენტიდან ჩანს, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში აქ 6 კომლი ცხოვრობდა. 1728 წელს წრომში 58 კომლი მოსახლეა, რომლებიც იხდიან ყველა საოსმალო გადასახადს 27 810 ახჩის ოდენობით. განსაკუთრებით, მძიმე აღმოჩნდა წრომისათვის XVIII საუკუნის 30-იანი წლები, როცა ლეკიანობის შედეგად სოფელი მთლიანად მოიშალა. მხოლოდ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება წრომის ხელმეორედ დასახლება. ამ მხარის თავადებს - ციციშვილებს, სამეფო კარის ხელშეწყობით ჯავახეთიდან გადმოჰყავთ მოსახლეობა და ასახლებენ გაუკაცრიელებულ სოფლებში, მათ შორის წრომშიც. ეს პროცესი გრძელდება XIX საუკუნეშიც. ვახუშტი ბატონიშვილი ორ წრომს იცნობს. აქედან ერთი წრომი, ჩვენი აზრით, დღევანდელი ნადარბაზევი უნდა იყოს. ორ წრომს აფიქსირებს იოანე ბატონიშვილიც. მის აღწერაში აქ მოსახლეობა არ ჩანს, რაც შედეგი უნდა იყოს ლეკთა გამუდმებული თავდასხმებისა. წრომში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსახლეობის ხელმეორედ დასახლება XVIII ს-ის 60-70-იანი წლებიდან იწყება. იგივე შენიშვნა შეიძლება ითქვას სხვა დასახლებულ პუნქტებზეც, თუმცა, ეს ლეკიანობით გამოწვეულ მძიმე შედეგებს სრულებითაც არ ცვლის.

აქ სახლობენ გვარები: ბაყაშვილი, ბერიძე, გოგალაძე, გრიგალაშვილი, იკოშვილი, კაპანაძე, ლაქოშვილი, ლომიძე, მაისურაძე, მიქელაშვილი, მურჯიკნელი, სარალიძე, სულეიმანაშვილი, ტალახაძე, ქოქოშვილი, ქურდაძე, ღვინიაშვილი, შუბითიძე, ჩუბინიძე, ჩუტკერაშვილი, ციცქიშვილი, ძულიაშვილი, წიქარიშვილი, ხაჩიძე.

წრომში რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია, კერძოდ, ნამოსახლარები, რომლებიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდებიან. აქვეა აღმოჩენილი სამეთუნეო სახელოსნოც, რომელიც გვიანბრინჯაოს ხანით თარიღდება. აღმოჩენილია სამეთუნეო ქურის ნაშთი, ნახშირის გროვები და წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. სერიოზულ არქეოლოგიურ გათხრებს წრომში ადგილი არ ჰქონია. წრომში, როგორც აღვნიშნეთ, მდებარეობს შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც მაცხოვრის სახელზეა აგებული და თარიღდება 626-634/635 წლებით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]